ნინო ბაციაშვილი საქართველოს ქალ მოჭადრაკე ჩემპიონი მესამედ გახდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ნინო ბაციაშვილი საქართველოს ქალ მოჭადრაკეებს შორის გამარჯვებული მესამედ გახდა. 77-ე ჩემპიონატის ფინალი გუშინ, 30 ივლისს გაიმართა. თბილისში, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ ჩემპიონატს 20-30 ივლისს უმასპინძლა. მასში 10 მოჭადრაკე ქალი მონაწილეობდა. მათ შორის ბაციაშვილმა 7 ქულა მიიღო მეორე და მესამე ადგილზე გასულმა მერი არაბიძემ და ბალა ხოტენაშვილმა კი 6,5. https://www.radiotavisupleba.ge/a/30758710.html #ახალი_ამბები #twitter