კომპანია "მოდერნა" კოვიდ-19-ის ვაქცინისთვის საგანგებო ნებართვის მიღებას ცდილობს

ამერიკის ხმა

კომპანიამ “მოდერნა” განაცხადა, რომ ცდილობს შეერთებულ შტატებში და ევროპაში მიიღოს საგანგებო ნებართვა კორონავირუსის ვაქცინის გასავრცელებლად, რომლის ეფექტურობაც ბოლო ცდების შედეგად 94 პროცენტი აღმოჩნდა.  ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიის განაცხადი შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ჯანდაცვის მუშაკებს შეეძლებათ პაციენტები ვირუსის წინააღმდეგ აცრან. მათ განკარგულებაში ორი ვაქცინა იქნება. ერთი, კომპანია “მოდერნასგან” და მეორე, ასევე წარმატებული ვაქცინა, “ფაიზერ”-“ბიოტექ” კორპორატიული ტანდემისგან. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები წამლების მარეგულირებლის დასტურს მიიღებენ. “მოდერნამ” განაცხადა, რომ კლინიკური ცდები 30 ათას პირზე ჩაატარა და მისი შედეგები საუკეთესო პედიატრიული ვაქცინის მსგავსი იყო. კომპანიამ თქვა, რომ იმ 196 მოხალისედან, რომელიც “კოვიდ-19” ვირუსით დაინფიცირდა, 185 პირს პლაცებო ჰქონდა მიღებული და 11-ს კი ვაქცინა. “მოდერნამ” 30 მძიმე შემთხვევა, მათ შორის ერთი გარდაცვალება აღრიცხა და ყველა შემთხვევა პლაცებოს ჯგუფში იყო. https://www.amerikiskhma.com/a/moderna-to-seek-quick-approval-of-coronavirus-vaccine-in-us-europe/5683034.html #ახალი_ამბები #ყველაფერი_კორონავირუსზე