სახლის და სიყვარულის შენების ამბავი

0
ადამიანი არის სახლის ძებნა და შენება. მე ვარ ინუსა ირემაძე. 91 წლის. ზოტიდან. ოცდაცხრამეტ წელში კოლექტივი შემოდიოდა აქანე. მამაჩემი და ბიძაჩემი ერთად ცხოვრობდნენ. მერე გეიყვენ და პაწა მიწა დარჩენ. მამაჩემს დარჩა სასიმინდე. ნალიე. დეიწყო ერთი ოთახის კეთება და დიიშალა იი ოთახი. 44 წელში მამაჩემი დააპატიმრეს. ასე, ჩემი ბატონო და ექვსი დედ-მამიშვილი ვიყაით. ნალიაში ვიყაით. ნალიაში ვცხოვრბდით. ომი იყო, საჭმელი არ გვქონდა, სასმელი არ გვქონდა. უნდა გენწვალა და გეგეტანა თავი. ჩვენ მთაში გვქონდა სახლი. იი გავყიდეთ. ფუტკარი გავყიდეთ. ყოლიფერი გავყიდეთ. თან მოღალატის შვილები ხართო, გვიძახდნენ. პოლიტიკურზე იყო მამაჩემი. ასლანა გაგონილი გექნება ბარამიძე, ყაჩაღი. მისი ძმები იყვნენ ჩამოსული აქანა. თავს აფარებდნენ იქინე, ვისაც რომე ჭადი ქონდა და სიმინდი, ამფერ ხალხთან აფარებდნენ. დეიმხანგეს ხალხი. ამათაც გევიდენ ტყეში და შეიქმნა ერთი ბანდა. მამაჩემს ქონდა პროკლამაცია აღებული. აფერი იმან არ იცოდა პოლიტიკური. იმას უთხრე, რომ ა, ბიჯო უსუფავ, შენ პროკლამაცია, გერმანია გეიმარჯვებს, ჩამუა გერმანია და ჩვენ ვიქნებით ყოლიფერიო. შეიტყუეს ასე და 44 წელში დააპატიმრეს. სხვებიც. ზოგი ციხეში მოკტა. ზოგი გზაზე მოკტა. მამაჩემი მოვდა სახლში. 56 წელში დაბრუნდა. ჩვენც წამევიზარდეთ და დევიწყეთ სახლის მასალის დამზადება. დევიწყეთ ერთად. 59 წელში მამაჩემს პარალიჩი მუუხთა. ჩავარდა ლოგინათ. ახლა მასალა მზათ გვქონდა. უსტა რომ მეგვეყვანა, ფული უნდოდა. ჩემით დევიწყე კეთება სახლში და ერთ წელში გავაკეთე. მაი იყო მთავარი ამბავი და მაია, მთავარი ამბავი. მერე ცოლი მევიყვანე. მაი, დიდი ისტორიაა. მოგიყობით.
#სოფლებიდაადამიანები
#გზებზე
#mobiphotography
#გიორგიკეკელიძე
#giorgikekelidze
#ხელოვნება
#მოგზაურობა
0