7 votes
0 comments
0 shares
Save
სწრაფი ტესტები
711 views
Irina Toronjadze
Tbilisi · 3 months ago

Irina Toronjadze
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Irina Toronjadze
Tbilisi, Georgia · 3 months ago
სწრაფი ტესტები
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 5 days ago
ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა
ჯანდაცვის სამინისტრომ სწრაფი ტესტები შეიძინა - მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში საქართველოში ანტიგენის 50,000, ანტისხეულების კი 67,000 ტესტი ჩამოვა. ეს ტესტები საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისთვის გამოიყენება. ტესტები ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდება. კომპანია "ბიოსენსორმა“ სამინისტროს დამატებით, საჩუქრად 5,000 ანტიგენ/ანტისხეულის ტესტი გადასცა.#ახალიამბები
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ყველა სახმელეთო გადასასვლელზე დაიდგა ვაგონოთახები და სატვირთოების მძღოლებს უტარდებათ სწრაფი ტესტები
კარანტინი მკაცრია და ასე დარჩება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული ყველა ადამიანი უნდა გადავიდეს ორკვირიან კარანტინში და შემდეგ ყველას ჩაუტარდეს ტესტი. „დღეს დაფიქსირებული რვა ინფიცირებიდან, გარდა ორი შემთხვევისა, რომლებიც მძღოლები არიან, დანარჩენი ექვსი არის კარანტინიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან შემოსული. კარანტინი მკაცრია და დარჩება. ჩვენ ირგვლივ მყოფ ოთხივე ქვეყანაში, რომელთანაც პირდაპირი საზღვარი გვაქვს, სიტუაცია არ არის სახარბიელო. კარანტინი შემოსვლაზე და საზღვრის სიმკაცრე იქნება. ყველა შემოსული ადამიანი უნდა გადავიდეს ორკვირიან კარანტინში. შემდგომ ყველა უნდა გაიტესტოს“, – განაცხადა გამყრელიძემ. რაც შეეხება სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ყველა სახმელეთო გადასასვლელზე ტარდება სწრაფი ტესტები. „რაც შეეხება სატვირთოების მძღოლებს, დღეიდან უკვე ამუშავდა, ყველა სახმელეთო გადასასვლელზე დაიდგა ვაგონოთახები, სადაც საბაჟოს ეპიდემიოლოგები გადავამზადეთ ნაცხის აღების მეთოდოლოგიაში და ტარდება სწრაფი ტესტები. ეს არის ანტისხეულების ტესტი კაპილარულ სისხლში. ასევე ნაცხში სწრაფი ტესტი „კოვიდის“ ანტიგენზე. თუ უარყოფითია შედეგი, შემოვა. ეს ეხება ტრაილერის მძღოლებს, ვინც რჩება საქართველოში. ვინც ტრანზიტით გადის საქართველოში 6-8 საათის განმავლობაში, მას გაჩერების უფლება არ აქვს. მათ აცილებს საპატრულო. 1500-მდე მძღოლია საქართველოში, ვინც ახლა თვითიზოლაციაში ან კარანტინში არის. მათი მასობრივი კვლევები დაიწყება ხვალ, ზეგ, მაზეგ. ეს სისტემა უკვე იქნება ყველგან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ჩინეთის მიერ ნაჩუქარი 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია
ჩინეთის მიერ ნაჩუქარი სწრაფი ტესტები უკვე საქართველოშია, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე წერს და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენად განკუთვნილი ტესტები 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების არის. „სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი სწრაფი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია“, – აცხადებს ელჩი არჩილ კალანდია.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
სწრაფი ტესტები საავადმყოფოს პაციენტთა ნაკადის მართვას უადვილებს-ჭიაბერაშვილი
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ კორონავირუსის ვითარებაში ხელისუფლების ნაბიჯებზე ისაუბრა. ჭიაბერაშვილმა გადაცემაში განაცხადა, რომ საზღვრების ჩაკეტვა და საზოგადოების დისტანცირება ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე სწორი ნაბიჯი იყო. მან ასევე სწრაფი ტესტების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სწრაფი ტესტები საავადმყოფოებს პაციენტების ნაკადის მართვას გაუადვილებს. „თავის დროზე საზღვრების ჩაკეტვა მოხდა დროულად და კარგი იყო, რომ სწავლა არ განახლდა სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ამან მნიშვნელოვნად იმუშავა სოციალურ დისტანცირებაზე. რა თქმა უნდა ამაზე მუშაობს ის, რომ სახლში ზის მოსახლეობის დიდი ნაწილი და მეტ-ნაკლებად მოქალაქეები ვიცავთ ამას. ეკონომიკის ნაწილში მთავრობა მნიშვნელოვნად აგვიანებს გამოაცხადოს ეკონომიკური დახმარების პაკეტი, იმიტომ რომ მოქალაქეებს რაც არ უნდა ესმოდეთ სახლში ჯდომის აუცილებლობა, ჯანდაცვის საფრთხეებიდან გამომდინარე ძალიან უჭირთ ეს მიიღონ, როცა ხედავენ რომ დანაზოგი ილევა, შემოსავლები შემცირებულია და ელოდებიან მთავრობისგან პასუხს იმასთან დაკავშირებით რა იქნება ხვალ. „ევროპულმა საქართველომ“ გეგმა დადო, მთავრობამ ყველას უნდა მოუსმინოს, იმიტომ რომ ყველას გვაქვს გარკვეული კონტაქტი საზოგადოების ფართო ჯგუფებთან და ვხედავთ იმ საჭიროებებს, რაც ჩვენ მოქალაქეებს აქვთ. საზღვრების ჩაკეტვამ, სწავლის არ განახლებამ, სოციალურმა დისტანცირებამ გარკვეული დრო მოგვაგებინა და გაუმარტივა ეპიდემიოლოგებს საქმე და აქ წამყვანი როლი დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკისრებოდა. ახლა რაკი გადავედით ახალ ფაზაზე და ველოდებით იმას, რომ დატვირთვა მოვა საავადმყოფოებზე, წინა პლანზე გამოდის ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა. ჯანდაცვის სამინისტრო უშუალოდ პასუხისმგებელი არის იმაზე, რომ საავადმყოფოები იყოს დაცული, მედიკამენტებით მომარაგებული და ა.შ. და აქ შემოდის სწრაფი ტესტების საკითხი. სწრაფი ტესტები მნიშვნელოვანია არა მარტო ეპიდემიოლოგებისთვის, ეს სწრაფი ტესტები მნიშვნელოვანია საავადმყოფოებისთვის. ვგულისხმობ ნაცხის სწრაფ ტესტს, რომელსაც სჭირდება იმ ტესტებით გადამოწმება, რასაც ლუგარის ლაბორატორია იყენებს, მაგრამ ეს სწრაფი ტესტები უადვილებს საავადმყოფოს მართოს პაციენტთა ნაკადი“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
Roma Ratiani
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ჯანდაცვის მინისტრი: სწრაფი ტესტები ჩამოვიდა
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად საჭირო სწრაფი ტესტების პირველი პარტია უკვე ჩამოვიდა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ათასი ცალი სწრაფი ტესტი მარნეულის მოსახლეობას დაურიგდება. "დღეს სწრაფი ტესტების პირველი ნაკადი ჩამოვიდა. ეს ტესტები ძალიან ჰგავს იმ ტესტებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აქამდეც კეთდებოდა, თუმცა განსხვავება ისაა, რომ 6 საათის ნაცვლად, ლოდინის დრო საათ-ნახევრამდე არის შემცირებული", - განაცხადა ტიკარაძემ. შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის ბოლომდე კიდევ 3 000 ტესტი უნდა ჩამოვიდეს. როგორც ცნობილია, საერთო ჯამში საქართველომ 200 000 სწრაფი ტესტი უნდა მიიღოს.#კორონავირუსი #პანდემია #სწრაფიტესტი #ტიკარაძე #coronavirus #politics #news #business
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
სწრაფი ტესტები გადაუდებელი აუცილებლობაა - "ევროპული საქართველო"
ვირუსის გავრცელებასთან ეფექტურად ბრძოლისათვის და იმისათვის, რომ მარნეულის შემთხვევა სხვა საავადმყოფოშიც არ განმეორდეს, ქვეყანაში ხარისხიანი სწრაფი ტესტები უნდა შემოვიდეს - ამის შესახებ, პარტია "ევროპული საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. პარტიის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის სამხრეთ კორეული და ისრაელის წარმატებული სტრატეგია, რომელიც სწრაფ ტესტებს ეყრდნობა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. უფრო კონკრეტულად: (ა) უნდა დავიცვათ მედპერსონალი სათანადო ეკიპირებით, შემთხვევების მართვის მკაფიო წესებით და მათი პერიოდული სწრაფი ტესტირებით - კორონავირუსზე საეჭვო სერიოზული სიმპტომების მქონე ნებისმიერი პაციენტი საავადმყოფოს კარებში შესვლის მომენტიდან განხილული უნდა იყოს, როგორც კორონავირუსით ინფიცირებული იმის მიუხედავად, საბოლოოდ მას ვირუსი დაუდგინდება თუ არა. შესაბამისად, მასთან კონტაქტი უნდა ჰქონდეს შესაბამისად ეკიპირებულ მედპერსონალს მოქმედების შესაბამისი ინსტრუქციით და მკურნალობის პროტოკოლით. - ყველა საავადმყოფოში უნდა იყოს ნაცხის სწრაფი ტესტი და ასეთ პაციენტს ეს ტესტი უნდა უკეთდებოდეს საავადმყოფოში შესვლისთანავე. თუ ტესტის პასუხი დადებითია, პაციენტს უნდა ჩაუტარდეს PCR-ტესტი (რასაც ლუგარის ლაბორატორია აკეტებს) და თუ პასუხი ისევ დადებითია, პაციენტი უნდა გადაიყვანონ სპეციალური მანქანით და ეკიპირებით შესაბამის საავადმყოფოში. (ბ) ახლადგამოვლენილი კლასტერების სწრაფი ტესტირება ახლადგამოვლენილი კლასტერების მასობრივი სწრაფი ტესტირება, მაგალითად, მარნეულში, სახელმწიფოს საშუალებას მისცემდა, სწრაფად გამოეყო ინფიცირებულთა ჯგუფი და მხოლოდ მათი იზოლირება მოეხდინა: უსიმპტომოები და მსუბუქი სიმპტომებით - საკარანტინო სივრცეებში, არაინფიცირებულები სახლებში მაქსიმალური სოციალური დისტანცირებით. მცირე, მაგრამ სამწუხაროდ არის შანსი, რომ სწრაფ ტესტზე ვირუსი გაგვიძვრეს (ამ ტესტების სიზუსტე დაახლოებით 90%-ია). როგორც კი ვირუსი ახალ ადგილას ფიქსირება, ვიმეორებთ იგივე პროცედურას და ამით ვამცირებთ ვირუსის გავრცელების მასშტაბს. ეს დაზოგავდა დიდ რესურსს. ასეთ ვითარებაში სწრაფი ტესტები უნდა უტარდებოდეს პოლიციელებს და ჯარისკაცებს, რომლებსაც ასევე სჭირდებათ სათანადო ეკიპირება. სწრაფ ტესტებზე უარის თქმა ნიშნავს ვირუსის უფრო მეტ უკონტროლო და გაცილებით დიდი მასშტაბით გავრცელებას." - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ოთხ კომპანიას დაერთო ნება, შემოიტანონ სწრაფი ტესტები და ასევე, პისიარ ტესტებიც - ტიკარაძე
ოთხ კომპანიას დაერთო ნება, შემოიტანონ სწრაფი ტესტები და ასევე, პისიარ ტესტებიც - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, კორონავირუსის ტესტების ხარისხთან დაკავშირებით სახელმწიფო მკაცრია. „ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, რომ ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, ვართ ძალიან მკაცრი იმ კუთხით, რომ ვაკონტროლებთ ტესტის ხარისხს. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივად ინტენსიურად მუშაობს, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ასევე რეგულირების სააგენტო. დღეის მდგომარეობით, რვა კომპანიას ჰქონდა ტესტების შემოტანაზე დოკუმენტაცია რეგულირების სააგენტოში და სააგენტომ, დაავადებათა ცენტრთან კომუნიკაციის საფუძველზე, ოთხ ასეთ კომპანიას მისცა უფლება, რომ შემოეტანა საქართველოში სწრაფი ტესტებიც და ასევე, პისიარ ტესტებიც. ის საკითხი, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით კომერციალიზაციას, არის იმის საპასუხოდ, რომ დღევანდელ მდგომარეობაში არც ერთ უწყებას ისევე, როგორც კერძო სექტორს, არ აქვს უფლება, ნახოს მოგება ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ასეთი გამოწვევა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ კომერციული ფასების დადგენას, რომელებიც უკვე იყო დაფიქსირებული საქართველოში. სწორედ ქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება თანხის ფიქსირება და უმეტეს შემთხვევაში, ეს თანხები იქნება გადახდილი სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც იქნება ასევე ექიმის დამადასტურებელი ჩვენება ტესტირების ჩასატარებლად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
მომავალ კვირაში კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში იქნება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება. მისი ინფორმაციით, ჩინეთის რესპუბლიკამ საჩუქრად 1000 ტესტი გამოყო, რომელიც საქართველოში შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება. სწრაფი ტესტირება სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება იმ პირებზე, რომლებზეც იქნება ეჭვი კორონავირუსთან მიმართებაში. როგორც ტიკარაძემ განაცხადა, სწრაფ ტესტებს საქართველო ჩინეთიდან და კორეიდან მიიღებს. „ჩვენ გუშინ საღამოს გვქონდა შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან. გაიწერა ზუსტად ის ალგორითმი, თუ რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი. ასევე წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც ჩვენ ველოდებით დამატებით 200 ათას ტესტს. შესაბამისად, შემდეგი კვირის ბოლოდან ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ იმის საშუალება, რომ მიიღონ მომსახურება ამ მიმართულებითაც“, - განაცხადა ტიკარაძემ. #ჯანდაცვისსამინისტრო #ეკატერინეტაკარაძე #კორონავირუსი #სწრაფიტესტირება #tbilisidaily
Forbes Woman Georgia
Tbilisi, Georgia · 3 months ago
თიბისიმ პროგრამის „თიბისი შენთვის“ ფარგლებში COVID-19-ის სწრაფი ტესტები შეიძინა
თიბისიმ პროგრამის „თიბისი შენთვის“ ფარგლებში COVID-19-ის სწრაფი ტესტები შეიძინა • ForbesWoman
თიბისიმ პროგრამის „თიბისი შენთვის“ ფარგლებში COVID-19-ის სწრაფი ტესტები შეიძინა • ForbesWoman
თიბისიმ პროგრამის „თიბისი შენთვის“ ფარგლებში COVID-19-ის სწრაფი ტესტები შეიძინა • ForbesWoman