როგორ მოვუაროთ სახის კანს პირბადის ტარებისას

Tbilisi Daily

პირბადის ტარების დროს შეიძლება განვითარდეს ალერგიული დერმატიტი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ პირბადე არ უნდა ვატაროთ, - ამის შესახებ დერმატოლოგმა ზაზა თელიამ „იმედის დილაში“ ისაუბრა. „პირბადეს შიგნით მაკიაჟის ტარება კლინიცისტებისა და ექიმების მხრიდან რეკომენდებული არ არის, რადგან შესაძლებელია ამან უფრო გაამწვავოს ის სურათი, რაც რეალურად შეიძლება მივიღოთ. თუ ადამიანს შეუძლია რომ პირბადის ქვეშ მაკიაჟი არ ატაროს ეს უკეთესია. უმჯობესია თუ პირბადის შიდა ფენა იქნება ბამბის და არ უნდა ისეთი პირბადე, რომელიც შედგება ნეილონისგან. კოტონი, ბამბა უფრო მეტად დაიცავს კანს გაღიზიანებისგან“, - აღნიშნა ზაზა თელიამ. მისი თქმით, სახის სწორი მოვლა არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომ ადამიანს, რომელსაც აკნე აწუხებს ან არ აწუხებს გამწვავებისგან თავი დაიცვას. მან ასევე სახლის მოვლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანმა დღის განმავლობაში სახე მინიმუმ ორჯერ უნდა დაიბანოს. „საზოგადოებაში სამწუხარო მითი არსებობს, რომ ყოველდღიურად სახის დაბანა არ არის კარგი, ეს მითი რაზეა დაფუძნებული არ ვიცი. სახის დაბანაში დღეში ორჯერ არის რეკომენდებული. პანდემიის პირობებში სახის დაბანა უფრო ხშირდება, შესაბამისად ყოველი პირბადის მოხსნის შემდეგ სახე დავიბანოთ. დასაბანი საშუალება უნდა იყოს მსუბუქი და გამშრალების შემდეგ სახე აუცილებლად უნდა დავიტენიანოდ“, - განაცხადა დერმატო-ვენეროლოგმა.