ვარკეთილში ბაზრის მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს

Pirveliradio Ge

ვარკეთილში, დამწვარი ბაზრის მიმდებარედ მოვაჭრეებს ცენტრალური გზა ნახევარი საათის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ, შემდეგ კი ისინი გზიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაიყვანეს. არსებული ინფორმაციიათ, მოვაჭრეები ბაზრის გახსნას და სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით მოქმედებას ითხოვენ. ისინი ამჟამად მიმდებარე ტროტუარზე არიან შეკრებილი. შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარი მოხდა, რომლის დროსაც განადგურდა ბაზრის შიდა ტერიტორია, თითქმის 4 ათასი კვადრატული მეტრი თითქმის მთლიანად დაიწვა. დამწვარ ბაზრობასთან ხანძრის მეორე დღეს საპროტესტო აქციაც გაიმართა, რომლის მონაწილე მოვაჭრეები ამბობდნენ, რომ ბანკის ვალების გამო გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ხელისუფლებამ მათ ინდივიდუალურ დახმარებას პირდებოდა.