აჭარაში 7000-მდე ოჯახს პროდუქტები გადაეცემა

0
აჭარაში საკვები პროდუქტები 7000-მდე ოჯახს გადაეცემა. ამის შესახებ ვკითხულობთ აჭარის მთავრობის ფეისბუქ გვერდზე. მთავრობის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივისთვის 400 000 ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან. ეს თანხა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდება შშმ პირების, ხანდაზმულებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მიზნით. ინიციატივის დიდი ნაწილი არასამთავრობო სექტორისა და მოხალისეების მონაწილეობით ხორციელდება. აქტიურადაა ჩართული წითელი ჯვარი. "ახალგაზრდებმა, როგორც ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა, ასევე ძალიან ბევრმა სამოქალაქო მოხალისემ გამოთქვა სურვილი ამ აქციაში ჩართულობის. წითელ ჯვართან ერთად ამ ადამიანებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგი და ამ უსაფრთხოების ჰიგიენის, წესების დაცვით მოხდება ამ ოჯახებში სასურსათო კალათების დარიგება" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. პროექტში უკვე 300 მოხალისეა ჩართული, ახალი მოხალისეების გადამზადება აქტიურად მიმდინარეობს.
#პროდუქტები
#აჭარისმთავრობა
#კორონავირუსი
#BATUMIDAILY
0