, , საშინელი სევდა მტანჯავდა, ისეთი გაუსაძლისი, რომ მეგონა, ჭკუიდან გადავდგებოდი. ძლიერმა შეტევამ თხემით ტერფამდე მომიცვა. მუხლებზე ვიდექი, თვალი ფანჯრისკენ გამექცა და რას ვხედავ: გალას ყვითელი ნავი მოლოს უახლოვდება. სასწრაფოდ გავვარდი სახლიდან, რათა ჩემს საგანძურს გადავხვეოდი. ისე, სინამდვილეში გალაც ხომ ღმერთმა გამომიგზავნა. იმ დღეს ისე ჰგავდა “მეტრო გოლდვინ მეიერის” ემბლემაზე გამოსახულ ფაფარაყრილ ლომს, როგორც არასდროს. აქამდე არასდროს გამჩენია მისი შეჭმის ასეთი მწველი სურვილი."
სალვადორ დალი
#art
#photo
#opinion