რა არის ჭეშმარიტი მეს ხსნის იდეა ?

0
რელიგიურობა ადამიანისა, წვდომა მიღმისეულისა, არის ის, რაც ასხვავებს ადამიანს ცხოველისაგან. დავუშვათ, ადამიანი, თავისი ბუნებით, მხოლოდ ცხოველია მაღლა რომ იყურება, მაგრამ ცხოველებსაც ხომ, სწორედ, საკუთარი ბუნება აიძულებთ, რომ მხოლოდ დაბლა იყურონ, მიწას უცქირონ. ზეცით ყურება, ზეასვლა და მისწრაფება სრულყოფისაკენ, არის ის, რასაც „ხსნა“ ჰქვია. ამიტომ, რაც უფრო მალე დაიწყებს ადამიანი სწრაფვას ამაღლებულისაკენ, მით უფრო მალე ჩაწვდება „საკუთარი „მე“-ს ხსნის ჭეშმარიტების“ იდეას. ყოველივე ეს კი არ არის დამოკიდებლი იმაზე, თუ რამდენი გაქვთ ფული ჯიბეში, ან როგორ სახლში ცხოვრობთ, არამედ იმაზე, თუ როგორია თქვენი სულიერება, თქვენი ამაღლებული აზრები. აი, ეს არის ის, რაც წინ სწევს ჩვენს ყოფა-ცხოვრებას და არის წყარო ყოველგვარი მატერიალური და ინტელექტუალური პროგრესისა – მამოძრავებელი ძალა კაცობრიობისა.
0