COVID-19 საქართველოში : 3 ახალი შემთხვევა, 3 გამოჯანმრთელებული

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

5 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს გამოუვლინდა, ხოლო სამი გამოჯანმრთელდა. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 951 შემთხვევა აღირიცხა; გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 828-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილების საერთო რაოდენობა 15-ია. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3828 ადამიანი, კლინიკებში კი - 192. COVID-19-ის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30706827.html #ახალი_ამბები #twitter