Toyota საქართველოდან 2019 და 2020 წლის RAV4-ს გაიწვევს?
Tbilisi Daily
Toyota 2019 და 2020 წლის RAV4-სა და RAV4 ჰიბრიდებს უკან გაიწვევს. მიზეზი ტექნიკური წუნია. კერძოდ ქვედა ბერკეტი, რომელიც შეიძლება გატყდეს, წინა თვლისგან განცალკევდეს და ავარია გამოიწვიოს. გაწვევა 9502 ქროსოვერს შეეხება, რომელიც კომპანიამ 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ააწყო.Toyota-ს განცხადებით პრობლემა ფოლადით მომმარაგებლის მხრიდან უხარისხო საქონელის მიწოდებამ წარმოშვა.
კითვხაზე, გავა თუ არა საქართველოს ბაზრიდან Toyota-ს 2019 და 2020 წლის კონკრეტული მოდელები, გამოცემა „კომერსანტს“ „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის სამსახურში განუცხადეს, რომ ეს ფაქტი საქართველოს ბაზარს ჯერჯერობით არ უკავშირდება.
„Toyota 2019 და 2020 წლის RAV4-სა და RAV4 ჰიბრიდებს მხოლოდ ამერიკიდან გაიწვევს. ჩვენთან და ამერიკაში სხვადასხვა წარმოებიდან შედის ავტომობილები ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ამ მხრივ პრობლემა.ჩვენს ბაზარზე Toyota-ს ავტომობილები იაპონიიდან შემოდის. ჩვენი დღევანდელი პრობლემა განპირობებულია პანდემიის შემდგომი პერიოდით. მიუხედავად იმისა, რომ დავიწყეთ მუშაობა, არ გვაქვს რეალიზაცია, რამაც საკმაოდ დიდი ფინანსური ზიანი მოუტანა კომპანიას. ფინანსური კუთხით, პანდემიამდე არსებულ პერიოდს რომ დავუბრუნდეთ ორი წელი გვჭირდება. ამ ფონზე შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმაც, თუმცა ამ თემაზე და ზარალზე საუბარი არ გვსურს,“- განაცხადა ირაკლი გურჩიანიმა
Toyota-მ 1.03 მილიონ ჰიბრიდულ ავტომობილ 2018 წელსაც გაიწვია უკან. ძრავში ელექტროგაყვანილობის პრობლემის გამო მათ ავტომობილები იაპონიიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან, ევროპიდან და სხვა რეგიონებიდან გაიწვევს. მაშინ მანქანები საქართველოშიც შემოწმდა და ამ სიაში Toyota-ს ოფიციალური დილერების მიერ კავკასიის რეგიონის მასშტაბით, გაყიდული 97 ავტომობილი მოხვდა.