რემა ღვამიჩავა: რასაც ახლა სახელმწიფო და ექიმები აკეთებენ, ამას არ შეიძლება ტაში არ დაუკრა

0
ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა, ონკოლოგიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა რემა ღვამიცავამ განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ ქვეყანაში 100 ინფიცირებულია და არა ბევრად მეტი, არის ქვეყნის გამარჯვება. “ეს არის სწორედ იმის შედეგი, რაც ამ დარგის სპეციალისტების ძალიან დიდი არმიის, ლაბორანტების, თითოეული თანამშრომლის ძალისხმევის შედეგი, ვინ დღე და ღამე მუშაობს. ეს არის ძალსიხმევა იმ გადაწყვეტილებების რამაც შეიძლება ხალხში ნაწილობრივ უკმაყოფილება გამოწივია. ეს არის ყველას ძალისხმევა. თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა კარგად იყოს, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა მინიმალური დანაკარგით გამოვიდეს ამ რეალურად არამარტივი სიტუაციიდან, ყველანი უნდა დავრჩეთ სახლში. მე როგორც ექიმი ვმუშაობ, სხვები როგორც ექიმები, პოლიციელები, ჟურნალისტები მუშოაბენ, მაგრამ მოსახლეობის უმეტესებას თუ არა აქვს ამის განსაკუთრებული აუცილებლობა, დავრჩეთ სახლში!”-განაცხადა რემა ღვამიჩავამ.
0