0 votes
0 comments
0 shares
Save
159 views
Sopo Kveselava
Kutaisi · 3 months ago

Sopo Kveselava
Kutaisi · 3 months ago
Similar Posts
Kutaisi Daily
Kutaisi · 6 days ago
ქვეყნები, რომლებიც საქართველოს საზღვარს არ უხსნიან
ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე. ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი. ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#საინტერესო #სიახლე #kutaisidaily #ახალიამბები
Kutaisi Daily
Kutaisi · 1 week ago
ვინ იყო სილამაზის ეტალონად აღიარებული ქალბატონი?
სილამაზის დედოფლად აღიარებულ ამ ქალბატონს ქუთაისში „გვირილობის“ დღესასწაულის დამაარსებლად მიიჩნევენ. მისი თაოსნობით მაისის პირველი ორი დღის განმავლობაში „გიმნაზისტკები“ ქველმოქმედების მიზნით გვირილებს ყიდდნენ და აღებული შემოწირულობებით ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. საშა ჩიქოვანი გიმნაზიელებს საკუთარი ხელით ურიგებდა ცოცხალ გვირილებს. ამბობენ, რომ გიმნაზიელები ჩუმად იხსნიდნენ მიმაგრებულ ყავავილებს, რომ ხელახლა შეხვედროდნენ საშა ჩიქოვანს. საკინძეზე მიმაგრებული ყვავილი შემდეგ ქუთაისის სიმბოლოდ იქცა. საშა (ალექსანდრა) ჭილაია 16- 17 წლის გოგონა ყოფილა, როცა თავად ჩიქოვანს მშობლიური სოფლიდან ჩამოუყვანია, მისთვის კარგი განათლება მიუცია, ინტელიგენტ ქალად უქცევია და შემდეგ ცოლადაც შეურთავს. სილამაზის და განათლების წყალობით საშამ მალევე დაიკავა შეუცვლელი ადგილი ქუთასისის საზოგადოებაში. სწორედ ის იყო ერთ-ერთი იმ ქუთაისელ ქალბატონთაგანი, რომელზეც ამბობდნენ - პარიზში როცა ახალი კაბის მოდელი შემოვიდოდა, ერთ კვირაში ეს კაბა ქუთაისელ ქალებს ეცვათო. სწორედ ასეთი ძვირფასი პარიზული ნაჭრით შეუკერავს ერთხელაც კაბა საშას, მორიგი მეჯლისისთვის. სხვა ქალსაც, საშას ჯიბრზე, იმავე ქსოვილისგან შეუკერავს კაბა. საშამ ეს გაიგო და როცა ეს მოქიშპე ქალბატონი და სხვა სტუმრები მიღებაზე მივიდნენ, ეს ქსოვილი შპალერად გაკრული დახვედრიათ#საინტერესო #ისტორია #პიროვნება #kutaisidaily #ხელოვნება
Kutaisi Daily
Kutaisi · 6 days ago
ქვეყნები, რომლებთანაც ფრენები აღდგება
საგულისხმოა, რომ მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. რიგ ქვეყნებში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14 დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით. საქართველოც აკვირდება არსებულ გლობალურ სურათს და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, სიფრთხილით დგამს შესაბამის ნაბიჯებს.დღეისათვის, იმ ქვეყნებიდან, ვინც საქართველოს უპირობოდ გაუხსნა საზღვარი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო საზღვრებს ასევე უპირობოდ გახსნის შემდეგ 5 ქვეყანასთან: გერმანია საფრანგეთი ლატვია ლიეტუვა ესტონეთი ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #საინტერესო #სიახლე #ფრენებისაღდგენა #kutaisidaily #ახალიამბები
Kutaisi Daily
Kutaisi · 2 days ago
ქუთაისში, კასრში ჩაბეტონებული 15 წლის ბიჭის თავი იპოვეს
წლების განმავლობაში, ქუთაისი საქართველოს ყველაზე „ქურდული“ ქალაქი იყო. 90-იან წლებში, თითო კორპუსში, რამდენიმე „კანონიერი ქურდი“ ცხოვრობდა და შეიძლება ითქვას, მთელი ქალაქი „ქურდული წესებით“ ათენებდა და აღამებდა. 1981 წელს, ქუთაისის გარეუბანში, ე.წ. ბარაკების აღება და ახალი კორპუსებისთვის ტერიტორიის მოსუფთავება დაიწყეს. ერთ-ერთ „ბარაკში“, რომელიც მოხუც ქალბატონს ეკუთვნოდა, ცემენტით სავსე რკინის კასრი იდგა. მშენებლები ვერ მიხვდნენ, რაში დასჭირდა მოხუცს კასრის ცემენტით გავსება, მაგრამ რაღას იზამდნენ, უნდა გადაეგდოთ. ამწე კასრს ვერ უდგებოდა და გადაწყდა, მისთვის ურო დაერტყათ, რათა ბეტონი დამტვრეულიყო და სწორედ ნატეხები შეეყარათ სატვირთოზე. მესამე დარტყმის შემდეგ, კასრიდან ბეტონის მოზრდილი ნაჭერი გადმოვარდა. მუშებმა უკან დაიხიეს - ბეტონის ნაჭერში აშკარად ჩანდა ადამიანის თავის ქალა. რაღა თქმა უნდა, რამდენიმე წუთში, ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მივიდნენ. ყველა მუშას ხელწერილი ჩამოართვეს გაუთქმელობაზე - არ იყო აუცილებელი, მთელ ქალაქს სცოდნოდა, რა იპოვეს მშენებლებმა და, მით უმეტეს, ექსპერტების წინასწარი დასკვნით, თავის ქალა მინიმუმ, ხუთი წლის წინანდელი იყო. ძვლებისგან ბეტონის მოცილების პროცესმა ორ კვირაზე მეტი წაიღო. სამართალდამცავებს საქმის გახსნის იმედი არ ჰქონდათ, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ გამორიცხული იყო, ექსპერტებს გარდაცვალების ზუსტი თარიღი ეთქვათ, თუმცა საქმე თავდაყირა დადგა. გვამი, დაახლოებით, 15-17 წლის ბიჭს ეკუთვნოდა. მას სიცოცხლეში, მარცხენა ფეხზე ნეკა თითი აკლდა, გვამი კი 1975 წელს იყო დაბეტონებული. დამნაშავემ გვამი ტანსაცმლიანად დააბეტონა, თუმცა ბიჭს ჯიბეში ხურდა ფული აღმოაჩნდა, რომელზეც წლები იყო მითითებული. მართალია, ეს ხურდა, შესაძლოა, წინა წელს ყოფილიყო მოჭრილი, მაგრამ ბეტონში იპოვეს ფეხსაცმლის ნარჩენებიც. იმ ტიპის ფეხსაცმელი კი, სწორედ 1975 წელს მიიღო ქუთაისის მაღაზიამ და რაც მთავარია, რეზინის ძირს ეტყობოდა, რომ მის მფლობელს დიდი ხნის განმავლობაში არ ეცვა ანუ პრაქტიკულად, ახალი იყო. აღნიშნული დეტალები გარდაცვლილის ვინაობის დასადგენ წრეს საკმაოდ ავიწროვებდა. სამართალდამცავებმა არქივი გადაქექეს და სასურველ კვალზეც გავიდნენ - 1975 წელს, ქუთაისის ერთ-ერთი მაცხოვრებელი წერდა, რომ მისი გერი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ტანსაცმლის აღწერაში, სწორედ აღნიშნული ფეხსაცმელი იყო მითითებული და რაც მთავარია, დედინაცვალი იმასაც უთითებდა, რომ ბიჭს ფეხზე ნეკა თითი აკლდა. იმის მიუხედავად, რომ დედინაცვალი ორი წლის გარდაცვლილი იყო, სამართალდამცავებმა მაინც გაარკვიეს - ბიჭის დედა მშობიარობას გადაჰყვა, დედინაცვალი ბავშვს დიდად არ სწყალობდა, მამის სიკვდილის შემდეგ კი, საერთოდ ყურადღებას არ აქცევდა. შესაბამისად, ბავშვი ქუჩაში იზრდებოდა და ხშირად იმეორებდა, ცოტაც და საქართველოდან წავალ, რუსეთში ვიცხოვრებო. შესაბამისად, როცა დედინაცვალმა, მოვალეობის მოხდის მიზნით, ბავშვის გაუჩინარებაზე განცხადება დაწერა, სამართალდამცავებს თავი დიდად არ შეუწუხებიათ, ჩათვალეს, რომ ის საქართველოდან წავიდა. დიდ რუსეთში კი მის ძებნას აზრი არ ჰქონდა. რაც შეეხება კასრს, სადაც ჩონჩხი აღმოაჩინეს, ის ბიჭის საცხოვრებლიდან, დაახლოებით, კილომეტრით იყო მოშორებული და მოხუც ქალს ეკუთვნოდა. ასაკის გამო, მოხუცს გაფანტული გონება ჰქონდა და მისი საუბრიდან აზრის გამოტანა შეუძლებელი გახლდათ. ექიმების ჩარევისა და დაკითხვის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, სამართალდამცავებმა მოხუცზე ხელი ჩაიქნიეს - მისგან ვერაფერს გაიგებდნენ. სამაგიეროდ, ქუთაისში მოიძებნა არაერთი ადამიანი, რომლებსაც ბიჭი კარგად ახსოვდათ და ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა, მასთან მხოლოდ ერთი ბიჭი, მისივე თანაკლასელი მეგობრობდა და თუ ვინმეს რამე ეცოდინება, ეგ იქნებაო. აკრძალვის მიუხედავად, ლამის მთელმა ქალაქმა იცოდა, რომ სამართალდამცავებმა ჩონჩხს მიაგნეს. გარდაცვლილის მეგობარი გამოკითხვაზე დაიბარეს. მეგობარი თავიდან არაფრის თქმას არ აპირებდა, უბრალოდ, ხალხში გავრცელებული ვერსია დაადასტურა, რუსეთში წასვლას აპირებდა, მეტი არაფერი ვიციო, თუმცა სამართალდამცავებმა შეატყვეს, რომ რაღაცას მალავდა, გაუშვეს და მოსაფიქრებლად დრო მისცეს. რაღა თქმა უნდა, მასზე თვალთვალიც დაწესდა. განყოფილებიდან წასული ახალგაზრდა კაცი სასადილოში შევიდა, სასმელი მოითხოვა და არაყს მიეძალა. გვარიანად ნასვამი, სასადილოდან გამოვიდა, იმ მოხუცის სახლისკენ გაემართა, სადაც თავის ქალა იპოვეს, ჩამოჯდა და ხმამაღლა, მოთქმით ტირილი დაიწყო. პოლიციელები, რომლებიც უთვალთვალებდნენ, ახლოს მივიდნენ, ჯერ უხმოდ უყურეს, შემდეგ კი გარდაცვლილის მეგობარი გაჩუმდა და მოყოლა არეულად დაიწყო. „ამ მოხუცს არავინ ჰყავდა, გარდა ერთი მეგობარი ქალისა, რომელიც რუსეთიდან ჩამოდიოდა ხოლმე ზაფხულობით სტუმრად და თან ჩვენზე 5-6 წლით უფროსი შვილი მოჰყვებოდა. მაშინ, როცა ჩვენ 15 წლის გავხდით, ისევ ჩამოვიდა და გვითხრა, რომ ფულის იოლად შოვნას გვასწავლიდა. ასე დავიწყეთ წვრილმანი ქურდობა, ხან სასადილოს საწყობი დავაცარიელეთ, ხან - ვიღაცის ბინა, მაგრამ ყოველთვის ცოტა თანხა მიგვქონდა. ეს თანხა ცოტა ზოგადად იყო, თორემ ჩვენთვის, 15 წლის ბავშვებისთვის, დიდი ფული გახლდათ. ჩამოსული იმასაც დაგვპირდა, რუსეთში წაგიყვანთ და ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებთო. მე წასვლა არ მინდოდა, აი, ჩემი მეგობარი კი სულ თვალებში შესციცინებდა, ერთი სული ჰქონდა, როდის დადგებოდა ნანატრი დღე. ჩუმად ფულსაც ვაგროვებდით და ასე, 500 მანეთამდე გვქონდა. უფროსმა მეგობარმა გვითხრა, რომ სამ დღეში, დედამისთან ერთად, რუსეთში მიდიოდა, დედას ესაუბრა და დაითანხმა, რომ ჩემს მეგობარსაც დაიმგზავრებდა. წინა ღამით, ჩემი მეგობარი მათთან უნდა დარჩენილიყო - დილით ადრე მიდიოდნენ სადგურზე. მთელი ღამე არ დამეძინა, დილით ადრე გასაცილებლად მივედი, მაგრამ დედა-შვილი მარტო გავიდნენ სახლიდან. გავოცდი და ჩამოსულმა მითხრა, შენი მეგობარი ღამით გაიპარა, ალბათ, ვერ გარისკა წამოსვლაო. არ დავიჯერე, ის ხომ ამაზე ოცნებობდა და არსად გაიპარებოდა-მეთქი. მივხვდი, რაღაც მოხდა, მაგრამ რა, არ ვიცოდი, თანაც ჩამოსული დამემუქრა, თუ რამეს გაიგებენ, ყველას ციხეში ამოგვალპობენ, ამიტომ თუ რამე გკითხეს, დაადასტურე, რომ რუსეთში გაპარვას აპირებდაო. მეტი არაფერი ვიცი, უბრალოდ, მეგობარი დავკარგე, ის ბიჭი კი მას შემდეგ კიდევ ორჯერ იყო ჩამოსული, მაგრამ შიშით ახლოს არ გავკარებივარ“, - ეს იყო მისი მონაყოლი. გამოძიებამ სტუმრის ვინაობა მალე დაადგინა და მოთხოვნა რუსეთში გააგზავნა. როგორც გაირკვა, ქართული გამოძიებისთვის საინტერესო პირი, საკმაოდ ცნობილი კრიმინალი იყო და ქურდობისთვის სასჯელიც ჰქონდა მოხდილი, თუმცა სასამართლომ დაინდო და მხოლოდ 3 წელი მიუსაჯა. რუს სამართალდამცავებს ეჭვი ჰქონდათ, რომ ის არაერთ დანაშაულს სჩადიოდა, მაგრამ ფაქტზე ვერ იჭერდნენ. ქართული მხარის მოთხოვნით, ის დააკავეს და უშიშროების იზოლატორში დაკითხეს. სწორედ იქ აღიარა 15 წლის ბიჭის მკვლელობა, მიზეზად კი ის 500 მანეთი დაასახელა, რომელიც მოზარდს რუსეთში წასასვლელად ჰქონდა შეგროვებული. სასამართლომ მომხდარი ჯეროვნად შეაფასა და დამნაშავეს სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა. განაჩენი, დაახლოებით, ექვს თვეში, საქართველოში აღასრულეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com წყარო - გაზეთი ,,ვერსია"#საინტერესო #ისტორია #კრიმინალი #kutaisidaily
Kutaisi Daily
Kutaisi · 1 week ago
3 ივლისიდან 9 ივლისამდე ქუთაისში ტემპერატურის მკვეთრი მომატება დაფიქსირდება
meteo.gov.ge -ის ცნობით , ქუთაისში დრეს 38 გრადუსი დაფიქსირდება. შემდეგ დღეებში კი ტემპერატურა 40 გრადუს მიაღწევს. რაც შეეხება ღამის ტემპერატურას , 7 დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი - 23 გრადუსი იქნება.#ამინდი #ამინდისპროგნოზი #kutaisidaily #ახალიამბები
Kutaisi Daily
Kutaisi · 6 days ago
ვინ იყო ბიკენტია და რამდენ წელს ითვლის ცნობილი საქაბაბე?
ბიკენტიას საქაბაბე იცის ყველამ, თითო ქაბაბი აქ გაუსინჯავს ყველას, ვინც ქუთაისს ერთხელ მაინც სტუმრებია, მაგრამ ცოტა თუ იცის, რომ საქაბაბე 66 წლისაა და ის ლეჩხუმელმა კაცმა - ბიკენტია გვიშიანმა 1954 წელს დააარსა. სწორედ მისი განსაკუთებული მეთოდით მზადდება ყაველასთვის ცნობილი ქაბაბი, რომელიც დღემდე პოპულარულია. მისი ორი ფილიალი უკვე თბილისშიც ფუნქციონირებს და გასაკვირი არაა, რომ საქაბაბის ერთგულ სტუმართა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ბიკენტიასსაქაბაბე kutaisidaily________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
Kutaisi Daily
Kutaisi · 2 weeks ago
ინფორმაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე
მიმართულებები და ფრენები ქუთაისიდან: wizz air ge ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს მილანის, ბარსელონას, ბერლინის, ბუქარესტის, ათენის, სალონიკის და ბევრი სხვა ევროპული ქალაქის მიმართულებით ახორციელებს. მიმართულელები და ფასები იხილეთ სრულად: პარკინგის მომსახურება აეროპორტში: ავტოსადგომი მოიცავს 124 ავტომობილის სადგომს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებს. პარკინგის ღირებულება არის 1 ლარი/სთ, ხოლო 7-დან 24 საათამდე პარკირების შემთხვევაში 7 ლარი. კონტაქტი: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი (კოპიტნარის დასახლება) ტელ.: 0431 23 70 00; 0431 23 70 01 Email: infodesk@airports.ge ვებ-გვერდი: ტრანსპორტირება: საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგავრობა შეგიძლიათ კომპანია „Georgian Bus“-ის სამარშრუტო მიკროავტობუსებით . ტრანსფერის დრო აეროპორტიდან და აეროპორტის მიმართულებით მორგებულია ავიარეისების განრიგზე. ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში: 24/7 ცხელი ხაზი: +995 555 397 387 სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას, ასევე, ახორციელებს კომპანია "OMNIBUS". მოძრაობის განრიგსა და მგზავრობის ღირებულებაზე ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: omnibusexpress.ge ტაქსი: omnibusexpress.ge აეროპორტის ტერმინალის შენობის გასასვლელთან არის A2B/“Georgian Bus“-ის ტაქსის სადგომი. ტაქსის წინასწარ დაჯავშნა შესაძლებელია „Georgian Bus“-ის ვებ-გვერდზე: ტაქსით მგზავრობა ქუთაისის ცენტრამდე დაახლოებით 20 ლარი დაგიჯდებათ. #საქართველო #საინტერესო #მოგზაურობა #kutaisidaily
Kutaisi Daily
Kutaisi · 2 weeks ago
კანონიერი ქურდის - ვანიკ ქუთაისელის გარდაცვალების შესახებ რუსული გამოცემა იუწყება
,,Прайм Крайм"-ის ცნობით ქუთაისში 82 წლის კანონიერი ქურდი ვანიკ კაზაიშვილი გარდაიცვალა, რომელიც კრიმინალურ წრეებში ცნობილი იყო , როგორც ვანიკ ქუთაისელი. სააგენტოს ცნობით ის მიმდინარე წლის პირველ აპრილს გარდაიცვალა. კაზაიშვილი დაიბადა 1938 წელს თერჯოლის რაიონში .საბჭოთა საქართველოს კრიმინალურ ისტორიაში ვანიკ ქუთაისელი ხელმძღვანელობდა ყველაზე გახმაურებულ საქმეს , რომლის გახსნაშიც მთავარი როლი საბჭოთა საქართველოს გმირმა გენერალ-პოლკოვნიკმა, ალექსი ინაურმა ითამაშა. ბოლოჯერ კაიზაიშვილი დაპატიმრებული იყო 2012 წელს, ქუთაისში . მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა გამოძალვის გამო. მას შემდეგ რაც შეიცვალა მიხეილ სააკაშვილის მთავრობა,ვანიკ ქუთაისელს,ისევე როგორც ძალიან ბევრ კანონიერ ქურდს შეეხო ამინისტია - წერს რუსული სააგენტო .#საინტერესოფაქტები #საქართველო #რუსეთი #ქურდობა #kutaisidaily#ახალიამბები #პოლიტიკა
Kutaisi Daily
Kutaisi · 1 day ago
ქუთაისის აეროპორტიდან ახალი მიმართულების ფრენები შესრულდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე პირველად, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. 1 ოქტომბრიდან მგზავრები მგზავრობას დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და კვირას შეძლებენ. აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარის მიერ ახლახანს დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. ეს არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც Wizz air-მა ევროპის გარეთ შექმნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ მოლაპარაკებები კომპანიასთან უმოკლედ ვადებში წარმატებით დაასრულა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულიად ახალი, არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ Wizz air-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს. ,,მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანია Wizz air-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია. 8 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოვებას განაგრძობს. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა. გვიხარია, რომ ავიაკომპანიასთან ერთად ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში ქუთაისის აეროპორტიც საკუთარ წვლილს შეიტანს,-‘’აღნიშნა თამარ არჩუაძემ. ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები Airbus A321neo შესრულდება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com წყარო -report.ge#საინტერესო #ფრენები #kutaisidaily #მოგზაურობა #ახალიამბები
Kutaisi Daily
Kutaisi · 3 days ago
ვინ იყო აგრაფინა კისკისა?
აგრაფინა ჯაფარიძე 1855 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. ის თავად ჯაფარიძეთა იმ შტოს ეკუთვნოდა, რომელიც ზემო რაჭაში სოფელ ონჭევში სახლობდა. აგრაფინას დედ-მამას კონსტანტინეს და მელანიას (ისიც ჯაფარიძე იყო) კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავდათ. კონსტანტინე 1860 ნელს 26 წლისა გარდაიცვალა და მელანია ქალიშვილებთან ერთად გადასახლდა ქუთაისში. აქ ის 1864 ხლის 2 ნოემბერს მეორედ გათხოვდა დაქვრივებულ აზნაურ გიორგი იოსელიანზე. აგრაფინა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში მიაბარეს, სადაც, სხვათა შორის, სწავლობდა ნიკო ნიკოლამის დასთან, ოლიმპიადასთან ერთად. 21 ნლის აგრაფინა გათხოვდა თავად ტარიელ დადიანზე, რომელსაც პირველი ცოლი სოფიო შარვაშიძე გარდაცვლოდა და 4 შვილს ზრდიდა. აგრაფინას ბედი ძირეულად შეიცვალა 80-იანი წლების დამდეგს. ამ დროს ქუთაისში დაბანაკდა ყუბანის კაზაკ ცხენოსანთა პოლკი ფლიგელ-ადიუტანტის პრინც კონსტანტინე ოლდენბურგის მეთაურობით (1881-1887 წწ.), უცოლო პრინცი ოლდენბურგი ქუთაისელი ლამაზმანების ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ ის მხოლოდ ერთი ქალით დაინტერესდა. ქუთაისში მის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე მოიხიბლა აგრაფინა ჯაფარიძით. მაგრამ აგრაფინა ქმრიანი ქალი იყო. ამბობენ, რომ აგრაფინას მიმართ ოლდენბურგის ყურადღებით გაბეზრებულმა თავადმა ტარიელ დადიანმა ხმალს ივლო ხელი, მაგრამ კეთილმოსურნეებმა გააჩერეს - ძვირად დაგიჯდებაო. იმასაც ამბობენ, თითქოსდა ნარდში, ანდა ბანქოში წააგო ფული ტარიელმა და, ვალის გადახდის სანაცვლოდ, ოლდენბურგმა აგრაფინასთან განშორება მოსთხოვა. სხვა ვერსიით, დადიანი დიდხანს უარზე იყო, ვიდრე თავის თავზე არ აიღო განქორწინებისთვის საჭირო ბრალი და სათანადო კომპენსაციაც მიიღოო. მაგრამ ჭეშმარიტება მაშინაც კი არავინ იცოდა, ეს ყველაფერი ჭორები იყო და თანამედროვენიც ამ ჭორებს მოგვითხრობდნენ, ერთი დეტალის - მილიონი ოქროს თუმნის გარდა. დადიანი საბოლოოდ დათანხმდა, გაშორებოდა ცოლს. ახლად დაბადებული ქალიშვილი მენიკი დადიანებმა წაიყვანეს და მერე, დედასთან მისი ურთიერთობის შესახებ არაფერია ცნობილი. ქუთაისელი კნიაჟნები მზად იყვნენ "ერთ კოვზ წყალში ჩაეხრჩოთ აგრაფინა”(ე. თავბერიმე ), რომელმაც მათ იმედებს ცივი წყალი გადაასხა და გულისტკივილს მხოლოდ იმით იქარვებდნენ, რომ სალონებში გიტარაზე აკვნესებდნენ: "აგრაფინა კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო." პრინცმა ოლდენბურგმა და აგრაფინა ჯაფარიძემ 1882 წლის 20 ოქტომბერს დაიწერეს ჯვარი. ამ ქორწინებით უკმაყოფილო დარჩა ნიკოლოზ II და რუსეთის საიმპერატორო კარი. მაგრამ, როცა პეტერბურგში კონსტანტინემ თავის მეუღლე წარუდგინა იმპერატორს, ნიკოლოზი აღფრთოვანებული დარჩა მისი მშვენიერებით. ქორწინებამ შეცვალა კონსტანტინე ოლდენბურგი, ის დასერიოზულდა და ბიზნესს მოჰკიდა ხელი. ქუთაისში ბალახოვანის (ამჟამად წერეთლის) ქუჩაზე მან იყიდა დიდი ფართობი და გახსნა კონიაკისა და შამპანურის ქარხანა, გამოიწერა ფრანგი მეღვინეები და საქმე კარგად ააწყო. ქარხანა დიდძალ შამპანურსა და კონიაკს ამზადებდა საექსპორტოდ. ქუთაისში ცოლ-ქმარი 14 წელი ცხოვრობდა ოლდენბურგის მიერ აშენებულ ორსართულიან ეზოიან სახლში ანგლისკაიას ქუჩაზე, რომელსაც, მის პატივსაცემად, ოლდენბურგის სახელი ეწოდა (ახლანდელი ტაბიძის ქუჩა, №20). ჩვენს დროში იქ ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა განთავსდა. იქვე ახლოს (№27) მან ააგო ადმინისტრაციული შენობაც, რომელშიც, ქუთაისის დატოვების შემდეგ, ჩერდებოდნენ ქუთაისის გუბერნატორები. მოგვიანებით იქ სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დაიდო ბინა. გოჩა ჯაფარიძე - ,,ჩვენი მწერლობა" ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.comnews opinion პიროვნება kutaisidaily