შეშლილი ვან გოგი

0
ვან გოგი ყურის მოჭრის შემდეგ ფსიქიატრიულში მოათავსეს ამის შემდეგ შეტევები ბოდვითი ჰალუცინაციებითა და მოწამვლების მცდელობები მხატვრის მუდმივი თანამგზავრი გახდა. როგორც კი შეტევა გაივლიდა ხატვასა და წერილების წერას იწყებდა. "მე უნდა შევეჩვიო შეშლილის როლს" წერდა ის ძმას. ივლისში პურის ყანები დახატა - "ეს პურის უკიდეგანო ყანებია მღელვარე ცის ქვეშ. და მე სრულიადაც არ გამჭირვებია სევდისა და უკიდურესი მარტოობის გადმოცემა." 1890 წლის 27 ივლის კვირა დღეს ის ქალაქ გარეთ გავიდა და შუაგულ მინდორში გულში ტყვია დაიხალა. მაგრამ როგორც ჩანს აცდა და დაჭრილმა სასტუმროში დაბრუნება მოახერხა. როგორც თავად ვან გოგი ამბობდა: "წარუმატებელი თვითმკვლელობა საუკეთესო წამალია თვითმკვლელობისგან" , მაგრამ ორგანიზმმა ჭრილობას ვერ გაუძლო და 29 ივლის 37წლის ასაკში გარდაიცვალა. უკანასკნელი სიტყვები იყო:"ასე ყველასთვის უკეთესი იქნება" "მე მიწასთან არამიწიერი ძაფებით ვარ დაკავშირებული, ეს განცდა დიდი ნაღველის დროს დამეუფლა" შემოქმედება შინაგანი ტანჯვიდან იბადება, ტანჯვას კი პირველ რიგში სინამდვილესთან გენიოსის მიერ დანახული იდეალის შეუსაბამობა აჩენს.
#art
#events
#photo
#sport
#funny
#crypto
#business
#design
#food
#opinion
#news
#politics
#religion
#gaming
#goodplaces
#vincentvangogh
0