მიწისძრით გამოწვეული მსხვერპლის გამო 2 იანვარი ხორვატიაში გლოვის დღეა

Tbilisi Daily

მიწისძვრით გამოწვეული მსხვერპლის გამო, ხორვატიაში 2 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციები გავიარე. ისინი ასევე უჭერენ მხარს ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა. 29 დეკემბერს ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქიდან, ზაგრებიდან 46 კილომეტრში იყო. ქვეყანაში მომხდარ მიწისძვრას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.