პროკურატურა ბრალდებას დაუზუსტებს ივერი მელაშვილს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაპატიმრებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი იუწყება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდებას ხვალ, 20 იანვარს, დაუზუსტებენ.
„რაც ჩვენთვის ამ ეტაპისთვის არის ცნობილი, მუხლს არ ცვლიან. აპირებენ დააზუსტონ ბრალდების შინაარსი. დეტალებს ხვალ, 12:00 სთ-ზე, გლდანის N8 დაწესებულებაში გავიგებთ.
დეტალებს ხვალ შევაფასებთ. თუმცა მანამდე რაც შეიძლება ითქვას, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ჯერ დააპატიმრეს ადამიანი უმძიმესი ბრალდებით და 4 თვის შემდეგ აზუსტებენ რისთვის დააპატიმრეს 4 თვის წინ", - წერს „ფეისბუკზე" მარიკაშვილი.
პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.
მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლების საკითხს ოპოზიცია ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებაზე ერთ-ერთ პუნქტად აყენებს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31052590.html
#ახალი_ამბები
#twitter