ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი ნოემბერში, პრაღაში გაიმართება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ევროპის ძიუდოს კავშირმა (EJU) ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ახალი თარიღი დაამტკიცა - შეჯიბრება 8-10 ნოემბერს გაიმართება, პრაღის O2 არენაზე. ევროპირველობას შეუნარჩუნდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის საკვალიფიკაციო სტატუსი და მასზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით ძიუდოისტები სალიცენზიო ქულებს გამოიმუშავებენ. ევროპის ჩემპიონატისთვის ჩეხეთს 1-3 მაისს უნდა ემასპინძლა, მაგრამ COVID-19-ის პანდემიის გამო, შემოდგომისთვის გადაიდო. https://www.radiotavisupleba.ge/a/30702293.html #სპორტის_ახალი_ამბები #ახალი_ამბები #twitter