შეგვიძლია თითქმის მტკიცებით ვთქვათ, რომ 4-დან 5 ათასამდე პაციენტი 9 მაისისთვის არ გვეყოლება-ტიკარაძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142407 ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მათი ვარაუდი ინფიცირებულების ზრდაზე არ გამართლდება და 9 მაისისთვის ათასობით ახალი პაციენტი არ ეყოლებათ. "ვინაიდან დღეს ვირუსის გავრცელების კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია, ეს გვაძლევს საშუალებას, თითქმის მტკიცებით ვთქვათ, რომ 4-დან 5 ათასამდე პაციენტი 9 მაისისთვის არ გვეყოლება. ინფიცირებულთა რიცხვი არ იქნება ისეთი დიდი, როგორი მოლოდინიც გვქონდა აპრილის ბოლოს. მაშინ ვსაუბრობდით ასეულობით პაციენტის დაინფიცირებაზე დღეში. ამ პროცესს ვმართავთ და ჩვენი მონაცენები დარჩება ათეულების ფარგლებში". ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 517 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, 6 გარდაიცავალა. 28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი განიკურნა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 168-მდე გაიზარდა.