თუ "ბაბულია" არ გეცნობათ, 90-იანების ქუთაისში ბულკი არ გაგისინჯავთ

Kutaisi Daily

"მოი ბაბულია, იყიდე ბულკი"; "იტირე ბაბულია და გიყიდიან" - ეს მისი საფირომო ფრაზა ყოფილა. ახლა კი ამ სიტყვებით სოციალურ ქსელებში საუბრობენ და იხსნებენ ბულკის გამყიდველ მოხუცს, რომელიც ყველა ქუთაისელს ჰყვარებია. როგორც ამბობენ, 90-იანების თაობა მის ბულკზეა გაზრდილი. ასე, რომ მოსაგონარი და სათქმელი ბევრი აქვთ. მთავარი კი ისაა, რომ "ბაბულიას" ყველა სითბოთი იხსენებს. სოციალურ ქსელში ნიკა დეისაძე მის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც ოჯახმა მიაწოდა: "ქუთაისი არის სიყვარულის ქალაქი! მივაგენით ამ კარგი კაცის ოჯახს! მოგვაწოდეს ფოტო. ეს კაცი იყო კოსტავა ვაჟა, ბნელ 90-იანებში, საოცრად დასამახსოვრებული იყო მისი სპეციფიკური ტექსტები და მისი საქმიანობა. ბულკებს ყიდიდა საოცრად გემრიელს", - წერს ის. ქუთაისისისტორია ქუთაისელი მოგონებებიქუთაისზე KUTAISIDAILY