ბერლინის "შარიტეს" საავადმყოფო: ალექსეი ნავალნი მოწამლეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
გერმანიის დედაქალაქის, ბერლინის "შარიტეს" საავადმყოფომ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნისთვის ჩატარებული გამოკვლელის თანახმად, რუსი ოპოზიციონერი „მოწამლულია“.
„შარიტეს“ საავადმყოფოს განცხადებით, კვლევამ აჩვენა, რომ ნავალნი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც მიეკუთვნება ქოლინესტერაზის ინჰიბიტორების ჯგუფს.
საავადმყოფოს განცხადებში ნათქვამია, რომ კონკრეტული ნივთიერება ჯერ უცნობია. იქვე ხაზგასმულია, რომ ქოლინესტერაზის ინჰიბიტორის არსებობა ორგანიზმში დაადასტურა რამდენიმე ლაბორატორიამ.
„დიაგნოზის თანახმად, პაციენტს დაუნიშნეს ანტიდოტი ატროპინი. დაავადების შედეგი ჯერ არ არის ცხადი და ხანგძლივი გავლენა არ არის გამორიცხული, განსაკუთრებით ნერვულ სისტემაში“, წერია განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ნავალნი კვლავ რეანიმაციაშია და იმყოფება ხელოვნური კომის მდგომარებაში, მაგრამ მის სიცოცხლეს ახლა სერიოზული საფრხე არ ემუქრება.
მკურნალი ექიმები იმყოფებიან მჭიდრო კონტაქტში ალექსეი ნავალნის ცოლთან. მასთან თანხმობის შედეგად, „შარიტე“ გამოდის იქიდან, რომ საჯარო განცხადება ნავალნის მდგომარების შესახებ მის ინტერესებს უპასუხებს, წერია ბერლინის საავადმყოფოს განცხადებაში.
რუსი ოპოზიციონერი, კრემლის მიმართ კრიტიკული ნავალნი 22 აგვისტოს გადაიყვანეს ციმბირის ქალაქ ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში.
ტომსკიდან მოსკოვში ფრენისას ის ცუდად შეიქნა და თვითმფრინავი დაჯდა ომსკში, სადაც ის საავადმყოფოში მოათავსეს.
ნავალნის თანაგუნდელების თავიდანვე აცხადებდნენ, ის მოიწამლა, როცა დალია ჩაი ტომსკის აეროპორტში მოსკოვში გაფრენამდე.
რუსი ექიმები წინააღმდეგი იყვნენ მისთვის საავადმყოფოს დატოვების ნება დაერთოთ, რადგან თვლიდნენ, რომ ნავალნის მგომარეობა არ იძლეოდა ტრანსპორტირების შესაძლებლობას.
ბერლინში ნავალნის გადაყვანა მოჰყვა ნავალნის ოჯახის და მომხრეების ბრძოლას რუსეთის ხელისუფლებასთან, მიეღოთ ნებართვა დასავლეთში გაფრენისთვის.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30800325.html
#ახალი_ამბები
#twitter