სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები კოვიდის მართვაში ჩაერთვებიან

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები სწრაფი კურსის ფარგლებში გადამზადდებიან, რათა შეიქმანს სამედიცნი პერსონალის რეზერვი საჭიროების შემთხვევაში კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში ჩასართავად, ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხელ  ჩხენკელმა განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე. „მე დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერესიტეტების რექტორებს, ასევე სამედიცინო  ფაკულტეტების ხელმძღვანებლებს, ამ პროცესს დავიწყებთ, და მაქსიმუმ  1 კვირაში უკვე გვექნება ბაზა, სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების, რომლებმაც გაიარეს ეს სწრაფი ტერნინგი  და საჭიროების შემთხვევაში იქნება სრული მზაობა, რომ ისინი ჩაერთონ პროცესში და დაეხმარონ ექიმებს“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1872 პირი დაინფიცირდა და სულ აღრიცხულია 30 303 შემთხვევა. ამავე პერიოდში განიკურნა 603 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 11 370. დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 14 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 215 ადამიანი.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30912841.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)