ევროპის წამლის სააგენტომ კორონავირუსის ვაქცინები, შესაძლოა, 29 დეკემბერს დაამტკიცოს

Tbilisi Daily

ევ­რო­პის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა ორ­გა­ნომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც Pfizer-მა და BioNTech-მა შე­ი­მუ­შა­ვეს, შე­საძ­ლოა, ოთხი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ამ­ტკი­ცოს. ამის შე­სა­ხებ "ასო­ში­ე­ი­თედ პრე­სი“ ევ­რო­კავ­ში­რის მე­დი­კა­მენ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა. სა­ა­გენ­ტო გეგ­მავს სხდო­მის 29 დე­კემ­ბრის­თვის მოწ­ვე­ვას იმის გა­და­სა­წყვე­ტად, არის თუ არა საკ­მა­რი­სი ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ეფექ­ტუ­რო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი, რათა მისი დამ­ტკი­ცე­ბა მოხ­დეს.სა­ა­გენ­ტო ასე­ვე აცხა­დებს, რომ უკვე 12 იან­ვარს შე­საძ­ლოა გა­და­წყდეს მი­ი­ღონ თუ არა სხვა მწარ­მო­ებ­ლის ვაქ­ცი­ნაც, რო­მე­ლიც ამე­რი­კულ კომ­პა­ნია "მო­დერ­ნას“ ეკუთ­ვნის.