აიათოლამ ემირატები გააკრიტიკა

Middleeast Report

ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებულმა სამიროებმა ისტარლთან თანამშრომლობით ისლამურ სამყაროს, არაბულ სახელმწიფოებს, რეგიონის ქვეყნებსა და პალესტინას უღალატა. „არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა კარი გაუღო რეგიონში სიონისტურ რეჟიმს. მათ უგულებელყვეს პალესტინის საკითხი და ამით ისლამურ სამყაროს, არაბულ სახელმწიფოებს, რეგიონის ქვეყნებსა და პალესტინას უღალატეს“, - აღნიშნა ირანის უზენაესმა ლიდერმა. მისივე თქმით, აბუ დაბის მოღალატეობრივი ქმედება დიდხანს არ გაგრძელდება, მაგრამ სირცხვილი მათთან დარჩება. „მათი ღალატი დიდხანს არ გასტანს, თუმცა ეს სტიგმა მათთან დარჩება,“- განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ. მან იმედი გამოთქვა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები „მალე გამოიღვიძებს და ინანებს, რაც ჩაიდინა.“ შეგახსენებთ, ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით, 13 აგვისტოს ურთიერთობის ნორმალიზების საკითხზე ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. გუშინ ისრაელიდან არაბთა გაერთიანებული საამიროებისკენ პირველი ისტორიული რეისი შესრულდა. სამ საათიანი რეისი თელ - ავივის საერთაშორისო აეროპორტ ბენ-გურიონიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიმდე უმსხვილესმა ებრაულმა ავიაკომპანია „El Al“-მა შეასრულა. თვითმფრინავის ბორტზე აშშ-ისა და ისრაელის მაღალჩინოსნების დელეგაცია იმყოფებოდა, მათ შორის ისრაელის პრემიერ - მინისტრი ბენიამენ ნეთანიაჰუ და თეთრი სახლის მრჩეველი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობდა. #ახალიამბები #პოლიტიკა #ირანი #ემირატები #ახლოაღმოსავლეთი #ისრაელი #middleeast #news #politics #opinion #iran #emirates #israel