აფხაზეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Sokhumi Daily

გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის წარმომადგენლებმა, 17 ადამიანის ჩაუტარეს ტესტირება. აქედან COVID-19- ის დიაგნოზი ერთს დადასტურდა. ინფიცირებული ადამიანი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექვს პაციენტს, რომლებსაც ადრე კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, ამჟამად გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობენ. მათგან ორს ცალმხრივი პნევმონია აქვს. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 11 მაისის მდგომარეობით, აფხაზეთში ინფექცია 7 ადამიანს დაუდასტურდა. 8 მაისს კორონავირუსი აღმოუჩინეს ოთხ სტუდენტს, რომლებიც რუსეთიდან აფხაზეთში ჩამოვიდნენ და სავალდებულო კარანტინში იმყოფებოდნენ. მეორე დღეს კიდევ ორს ​​დაუდასტურდა ვირუსი. #კორონავირუსი #ინფექცია #აფხაზეთი #სოხუმი #საქართველო #SokhumiDaily