აფეთქება გლდანში-შემთხვევა სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია

Pirveliradio Ge

გლდანის მესამე მიკრორაიონში, გუშინ გვიან ღამით აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება 9-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მოხდა. შემთხვევას ნგრევა არ მოჰყოლია. აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქებისას ცეცხლი საოჯახო ნივთებს გაუჩნდა.