უკრაინის ეკლესია ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ჩაატარებს
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139827
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში მრევლი ტაძრებში ღვთისმსახურებას აღარ დაესწრება. მათ საშუალება ექნებათ, რომ ლოცვა დისტანციურად მოისმინონ. აღნიშნულ საკითხზე უკრაინის ეკლესიის სინოდმა 24 მარტს დისტანციურად განიხილა.
"ეკლესია ზრუნავს საკუთარ შვილებზე, მათ სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. საერთო შეზღუდვების გათვალისწინებით, მათ შორის შეკრებისა და გადაადგილების მნიშვნელოვანი შეზღუდვა, ეკლესია იღებს საკუთარ თავზე საერთო ტვირთს, ვინაიდან სურს, საზოგადოებას აჩვენოს კარგი და პასუხისმგებლიანი მიდგომის მაგალითი და ასკეტურად შეუზღუდავს თავს", - ნათქვამია სინოდის განჩინებაში.