ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები დახმარებას ვერ მიიღებენ - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142266
ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები სამწუხაროდ ვერ მიიღებენ დახმარებას - ამის შესახებ განცხადება, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიამ "რუსთავი 2"-თან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ფიზიკური პირის მიერ გაცემული ცნობა დახმარების მისაღებად საკმარისი არაა.
"ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები სამწუხაროდ ვერ მიიღებენ დახმარებას, იქიდან გამომდინარე რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება ვერ იქნება სამწუხაროდ, საკმარისი. იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ცნობა აუცილებლად გაცემული. იმ შემთხვევაში თუ მძღლად მუშაობდა ან ტაქსის მძღოლი იყო ამ შემთხვევაში ლიცენზია იქნება საკმარისი. თუმცა თუ ის მძღოლად მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წერილი სამწუხაროდ არ იქნება საკმარისი", - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.