4000 - ზე მეტი გამოჯანმრთელებული ოკუპირებულ აფხაზეთში
Sokhumi Daily
ე.წ ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდტესტირება 458 ადამიანმა ჩაიტარა. მათგან კორონავირუსი 106 პირს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის გუდაუთის კოვიდმიმღებ საავადმყოფოში 137 ადამიანი გადის სტაციონარულ მკურნალობას. მათგან 118 პაციენტი დადასტურებული კოვიდინფიცირებულია. მძიმე მდგომარეობაში 26 ადამიანი იმყოფება, 40 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. დღეს კლინიკიდან თხუთმეტი პაციენტი გაეწერა.
სოხუმში, აიტარის პანსიონატის ტერიტორიაზე განლაგებულ მულტიდისციპლინარულ მობილურ საავადმყოფოში დღეს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 51 პაციენტი მოათავსეს. 47 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ოთხი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. ოთხშაბათს კლინიკიდან შვიდი ადამიანი გაწერეს, ისინი იყვნენ პირველები, ვინც აღნიშნული კლინიკის გახსნის დღიდან გაეწერა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა