გიორგი რურუაზე ანხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პატიმარს ბრალდება წარუდგინეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით,N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პატიმარს ბრალი წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ2 ნოემბერს, მსჯავრდებულ რურუასჯგუფური ძალადობის გზით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
''პროკურატურამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად) 2020 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა'' - წერია ინფორმაციაში.