კორონავირუსის ახალი შემთხვევები აჭარაში

Batumi Daily

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის ახალი 230 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობას 472 პაციენტი აგრძელებს. მათ შორის 14 არასრულწლოვანი და 20 ფეხმძიმეა. კოვიდმიმღებ სასტუმროებში 903 პირი მათ შორის 93 არასრულწლოვანი. ხოლო ბინაზე 800 -ზე მეტი პირი აგრძელებს მკურნალობას. რეანიმაციაში მოთავსებულია 42 პაციენტი. რაც შეეხება საწოლფონდს - აჭარის კლინიკებში ამ დროისთვის 66 თავისუფალი საწოლია მობილიზებული. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #batumidaily #კოვიდვითარებააჭარაში #აჭარა #ახალიამბებიაჭარაში #ბათუმი #კორონავირუსი