გორის თეატრი ახალ სეზონს უფლისციხეში ხსნის
Gori Daily
ერისთავის თეატრი, გორში 176 -ე სეზონის ხსნის. ერისთაველები 3 და 4 ოქტომბერს უფლისციხის ანტიკურ ციხე-ქალაქში პრემიერას წარმოგიდგენენ.
ნაჩვენები იქნება ლაშა იმედაშვილის “იესოს საქმე”, მამუკა ტყემალაძის რეჟისურით.
სპექტაკლის პანდემიის პერიოდის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებისთვის, პროექტი ხორციელდება, ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად.
ერისთავის თეატრი უზრუნველყოფს
მაყურებლის მგზავრობას გორიდან უფლისციხეში და უკან. პროექტის ფარგლებში მათ საშუალება ექნებათ გიდთან ერთად უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალიც დაათვალიერონ.
საპრემიერო ჩვენების დღეებია 3-4 ოქტომბერი, 20:00.
გასვლა ერისთავის თეატრის უკანა ეზოდან 18:00.
________________
ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#თეატრი
#ახალიამბები
#ხელოვნება
#goridaily
წყარო: Qartli.Ge