ქრისტინა ფანჩვიძეს ("ლუღი") სახლი შეუძინეს

Zugdidi Daily

5 წლის ქრისტინა ფანჩვიძეს, რომელიც საზოგადოებამ სოციალურ ქსელში "ლუღის" სახელით გაიცნო, სახლი შეუძინეს. თანხა „წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის“ ხელმძღვანელის სალომე ფაცაციას და ორგანიზაციის „ვაჩუქოთ ერთმანეთს სიკეთე“ თავმჯდომარის ანა ბაკურაძის ორგანიზებით შეგროვდა. ქრისტინას ახალი სახლი მისსავე სოფელში, დიდ ჭყონში მდებარეობს. როგორც ცნობილია, სახლ-კარის შეძენის სურვილი ქრისტინას მამამ გამოთქვა. სახლი 14 440 ლარად (4500$) იქნა შეძენილი, დარჩენილი 5 775 ლარი კი ქრისტინას მამას გადასცეს კარ-ფანჯრების შესაკვეთად. ინფორმაციისთვის, ქრისტინაზე პირველი ვიდეო, რომელშიც 5 წლის გოგონა ლეღვს ხინკალს ადარებს, სოციალურ ქსელში ქრისტინა ფოცხორაიამ გაავრცელა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #პიროვენება #სიკეთე #საზოგადოება #ქველმოქმედება #სამეგრელო #zugdididaily წყარო: რადიო ათინათი