1 აპრილი

0
დღეს პირველი აპრილია. დღეს მთელ მსოფლიოს უნდა, რომ ვინმე შემოდგეს ევერესტზე. შემოდგეს და გადმოგვძახოს: მოგატყუეთ, მოგატყუეთ - მთელი თებერვალი და მარტი მოგატყუეთ. ადექით, გამოდით ქუჩებში, სიცოცხლე დაიწყეთ, საქმე დაიწყეთ, ერთმანეთი იპოვეთ! მაგრამ ევერესტზე არავინ არ დგას. ამიტომაც არის ახლა ყველა სხვა ტყუილი ყალბი და უსუსური. უკეთეს თვეს გისურვებთ ყველას!
#გიორგიკეკელიძე
#giorgikekelidze
0