მთავრობამ აღიარა სწრაფი ტესტების საჭიროება - ჭიაბერაშვილი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140417 თუ სოციალურ დისტანცირებას დავიცავთ და ეკონომიკურად გავუძლებთ, ციცაბო პიკი არ გვექნება - წერს სოციალურ ქსელში , , ევროპული საქართველოს" დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი "ვუსმინე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ქალბატონი თამარ გაბუნიას ძალიან საყურადღებო ბრიფინგს. შემოგთავაზებთ ჩემს შეფასებას: 1. დადებითი ნაწილი - მთავრობამ აღიარა სწრაფი ტესტების საჭიროება - სწრაფი ტესტების მარაგი გვქონია ასე: - PCR-ტესტები (რასაც ლუგარი იყენებს) - ანტისხეულებზე დაფუძნებული - 4000 - ანტიგენზე დაფუძნებული - 2000 ანალიზატორით, რომელიც კლინიკებში ვერ გაკეთდება. ველოდებით დამატებით 2000-ს ანალიზატორის გარეშე, რომელიც განაწილდება კლინიკებში და იქვე გაკეთდება - "ცხელების კლინიკების" შექმნა - ძალიან საჭიროა, ძალიან!!! - ნაწილობრივ უკან დახევა COVI-19-ის მკურნალობის პროტოკოლზე (ჩემი აზრით, მეტადაც დაიხევენ, როგორც ეს სწრაფ ტესტებზე მოხდა, უბრალოდ, ერთბაშად ვერ აღიარებენ, რომ მინიმუმ 23 მარტიდან მოყოლებული, როცა იყო მარნეულის შემთხვევა, პროტოკოლის შეცვლა დააგვიანეს) 2. პრობლემური ნაწილი - ანტისხეულებზე დაფუძნებული 4000 და ანტიგენზე დაფუძნებული 2000 (თუნდაც დამატებითი 2000 მალე იყოს) სწრაფი ტესტი ცოტაა. მაგალითად, გამოთვალეთ, თუნდაც მხოლოდ "ცხელების კლინიკებში" რამდენი ექიმი და ექთანია და რამდენ ხანს ეყოფა 4000 სისხლის სწრაფი ტესტი ამ ხალხს, რომ ყოველდღე შემოწმდეს მათი მდგომარეობა. აღარაფერს ვამბობ, თუ სხვა რისკ-ჯგუფებიც უნდა ვტესტოთ რეგულარულად - გაუგებარია, რატომ იწყება "ცხელების კლინიკების" მოწყობა დღეს და რატომ გვესმის ფრაზები "აღჭურვილი იქნება", "ჩაუტარდება ტრენინგი", "ხვალ-ზეგ დასრულდება კლინიკების იდენტიფიცირება რაიონებში". მარტივი კითხვა: აქამდე რა ხდებოდა? - მარნეულის შემდეგ გვქონდა მინიმუმ თერჯოლა. ჩვენ არ ვიცით, რამდენი "მარნეული" მოხდა ძველი პროტოკოლის გამო ანუ რამდენი სიმპტომიანი პაციენტი გაბრუნდა საავადმყოფოდან უკან ტესტის გარეშე და რამდენი იყო რეალურად ინფიცირებული, რომელიც შეიძება დღესაც ავრცელებდეს ვირუსს. - არ დავეთანხმები ქალბატონ თამარს, რომ შეიძლება ყველა საავადმყოფოს არ სჭირდებოდეს ექიმის და ექთნის დამცავი სრული ეკიპირება ყველა პერსონალზე და რეგულარულად. როცა გვაქვს შიდა გავრცელება, ეს აუცილებელია! 3. პროგნოზი - ჩემი აზრით, თუ სოციალურ დისტანცირებას დავიცავთ და ეკონომიკურად გავუძლებთ, ციცაბო პიკი არ გვექნება, რაც ძალიან კარგი იქნება. ამის ალბათობა მაღალია. - თუ ახალი "მარნეულები" და "თერჯოლები" არ გვაქვს (სამწუხაროდ, არ ვიცით), არაციცაბო პიკიც სულ უფრო იქით და იქით გადაიწევს და თან სულ უფრო მეტად იქნება ისეთი რიცხვის დაბლა, რომელიც არ გადატვირთავს ჩვენს ჰოსპიტალურ სექტორს და, განსაკუთრთრებით, რეანიმაციულ საწოლებს. ყველაზე კარგი სცენარისთვის მზადებაც კი უნდა შეიცავდეს შემდეგ აუცილებელ და/ან დამზღვევ ღონისძიებებს: - საწოლფონდის ზრდას - სასუნთქი აპარატების ზრდას - რაც მთავარია, მედპერსონალის 24/7-ზე ტრენინგს შემდეგ სფეროებში: - რეანიმაცია ყველგან -"ცხელების კლინიკების" მედპერსონალი - ნემისმიერი კლინიკა, თუ როგორ მართოს საეჭვო სიმპტომების პაციენტი, თუ პაციენტმა არც 112-ზე დარეკა, არც "ცხელების კლინიკას" მიაკითხა და პირდაპირ არა-COVID-19-ისთვის გამოყოფილ კლინიკაში მივიდა.
0