ლეიბორისტებმა მაინც გავაკეთებინეთ კომუნალური გადასახადთა სამთვიანი ჩამოწერა - ნათელაშვილი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140424 ლეიბორისტებმა მაინც გავაკეთებინეთ კომუნალური გადასახადთა სამთვიანი ჩამოწერა - ასე ეხმაურება, სოცილურ ქსელში, „ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, კომუნალური გადასახადების დაფარვაზე მთავრობის ინიციატივას და აცხადებს, რომ ეს დიდწილად მისი პარტიის დამსახურებაა. „გილოცავთ!!! ლეიბორისტებმა მაინც გავაკეთებინეთ კომუნალური გადასახადთა სამთვიანი ჩამოწერა. დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება. მთავრობამ ბევრი კი იქნია ფეხები, ჩვენზე ცილისწამების ოკეანე გადმოასხა, დახოცა წერით საკუთარი ტროლ-ბოტები, მაგრამ ხალხს მაინც მიეცა გარკვეული შვება. თუმცა ეს არასაკმარისია. ივანიშვილმა უნდა გახსნას მოპარული მილიარდების ზარდახშა, დაურიგოს თითოეულ ოჯახს 1000 ლარი და საგანგებო რეჟიმისას ჩამოაწეროს საბანკო დავალიანებები. მადლობა ყველა პარტიას ვინც მხარს გვიჭერდა ამ საქმეშიც“, - წერს ნათელაშვილი.
0