პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბით სამუშაო ადგილი შესაძლოა 25-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგოს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140425 გაეროს გენერალური მდივნის შეფასებით, კორონავირუსის კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევაა. ანტონიო გუტერეშის თქმით, პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბით სამუშაო ადგილი შესაძლოა 25-მა მილიონმა ადამიანმა დაკარგოს. იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსს 3 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ირანიც დაემატა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კიდევ 864 ადამიანი დაიღუპა. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კი ქვეყნის 16 რეგიონის ლიდერს შეხვდება და საგანგებო ზომების ვადის შესაძლო გახანგრძლივების საკითხს განიხილავს. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 870 ათასს აჭარბებს, დაღუპულთა რიცხვი კი 43 ათასს აღემატება. ვირუსისგან განიკურნა 183 ათასზე მეტი ადამიანი.
0