საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა იმ მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც ქვეყანაში არსებულ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, მუშაობის გაგრძელების უფლება ექნებათ.
საწარმოების ჩამონათვალში ისეთი კომპანიებია, რომლებიც აწარმოებენ შემდეგ საქმიანობებს: პირბადეების კერვა, ფერადი ლითონების მადნების მოპოვება, მინერალური სასუქების წარმოება, თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება, სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი, ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები და სხვა.
ამ ჩამონათვალში ქვეყნის მასშტაბით სულ 67 საწარმო მოხვდა. საწარმოების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.