სიღარიბე

0
სიღარიბე ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, რომელსაც უამრავი ადამიანი ებრძვის და მისი მასშტაბები გამუდმებით იზრდება. ვერავინ დამაჯერებს, რომ ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც არ შეხვედრია ღარიბ ადამიანს, რადგან ეს პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ ყოველდღიურად ვხვდებით ქუჩაში გამოსულ ახალგაზრდებს, მოხუცებს და ბავშვებს, რომლებიც დახმარებას ითხოვენ და მათ სულ რაღაც 10 თეთრიც კი დიდ ბედნიერებას ანიჭებთ. სიღარიბის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. სიღარიბის და უმუშევრობის დონეს ნოლამდე ვერასდროს დავიყვანთ, მაგრამშესაძლებელია მისი შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნით, ბიზნესის, მეურნეობის და განათლების დონის გაზრდით, სიღარიბის ზღვარს ქვემით მყოფი ადამიანების დასაქმებით და ა.შ. ყოველივე ზემოთ აღნიშნული კი ხელს შეუწყობს სიღარიბის დონის და უმუშევრობის შემცირებას.
Feedc
#გააჟღერე
#სიკეთეგადამდებია
#სიღარიბე
#საქართველო
#საინტერესო
0