ლიტველმა ფოტოგრაფმა კარანტინში მყოფ ხალხს დრონით ფოტოები გადაუღო

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140429 ლიტველმა ფოტოგრაფმა, ადას ვასილიაუსკასმა, ქვეყნის მასშტაბით კარანტინში მყოფ ადამიანებს დრონით ფოტოები გადაუღო. მისი თქმით, პროექტის მიზანი ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ხალხის გახალისება იყო. "როდესაც ლიტვაში კარანტინი გამოცხადდა, ყველა ჩემი პროექტი, რაც ფოტოგრაფიას უკავშირდებოდა გაუქმდა ან გადაიდო. უსამსახუროდ ვიჯექი და ვფიქრობდი, რა მექნა. მივხვდი, რომ რაიმე საინტერესოს გადაღება მჭირდებოდა, მაგრამ სოციალური დისტანცირება ამაში ხელს მიშლიდა. ამ პროექტის დაწყების მიზეზი კორონავირუსის მიერ შექმნილ ნეგატიურ გარემოში სინათლის შეტანა იყო. მჯერა, რომ ეს სახალისო ფოტოები ყველა ადამიანს გაახსენებს, რომ კარანტინში ყოფნის დროსაც შეიძლება გაერთო", - თქვა ფოტოგრაფმა.
0