თქვენს წინაშეა მე-3 რაიკაგე.ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი პერსონაჟი ნარუტოში და აი მიზეზებიც თუ რატომ ვფიქრობ ასე: 👇
1. უძლიერესი რაიკაგე
2. უძლიერესი ელვის ფარი. მისი ელვის ფარი ბიჯუ ბომბს უძლებდა.
3. ელვის ფარზე ძლიერი შეტევა. ანუ ახლა წარმოიდგინეთ: რაიკაგეს ელვის ფარი აკავებდა ბიჯუდამას ბომბს, თუმცა თვითონ რაიკაგეს შეტევის წინაამღდეგ უძლური იყო 😀.
4. რვა კუდა, სადაც ნახა ყველგან გააუბედურა. ის შრამი რომელიც 8 კუდას ჰქონდა, სწორედ მე-3 რაიკაგემ დაადო.
5. უდიდესი ფიზიკური სიჩქარე. ნარუტომ Sage რეჟიმში ბოლო მომენტში აიცილა მისი შეტევა(ვიცი რომ მისი გეგმის ნაწილი იყო)
6. 10000(!!!) შინობი შეაკავა 3 დღე-ღამით!! ანუ კი ბატონო, უმეტესობა ჩვეულებრივი შინობი იქნებოდა, მაგრამ მაინც რაღაც წარმოუდგენელი შედეგია.
წარმოიდგინეთ რა ჩაკრის მარაგი უნდა გქონდეს, 3 დღე-ღამე შეუსვენებლად რომ იბრძოლო?! 🤨🔥🔥
©Dachi Bukia