როგორ გამოვიყენოთ Edu.Feedc

0
ფიდსმა შექმნა პლათფორმა , რომელიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაუადვილებს ვიდეო გაკვეთილების ჩატარებას. ფიდსის პლათფორმის გამოყენება ძალიან მარტივია. პირველ რიგში როდესაც შეხვალთ თუ ხართ მასწავლებელი უნდა მონიშნოთ მასწავლებელი შემდეგ შეიყვანოთ სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი და პაროლი და უნდა დაეთანხმოთ მოცემულ პირობებს. პლატფორმის გამოყენება შეიძლება როგორც ტელეფონებზე, ასევე კომპიუტერშიც. საიტის მისამართი: www.edu.feedc.com რეკომენდირებული ბრაუზერი: Google chrome 1.რეგისტრაციის გავლა https://youtu.be/JSoGGtGiXA0 მასწავლებლების შემთხვევაში თუ ველში არ არის მოცემული თქვენი სკოლა და კლასი თქვენ თვითონ მოგიწევთ შექმნათ ჯგუფი. მოსწავლეების შემთხვევაში პირობები იგივე რჩება. უნდა მონიშნოთ თავდაპირველად მოსწავლე და საძიებო ველში მიუთოთოთ თქვენი სკოლა და სკოლის შემდეგ კლასი. 2.მიკროფონისა და კამერის ჩართვა https://www.youtube.com/watch?v=wX1SQDsGRkQ გაკვეთილის ჩატარებისთვის სასურველია ჩართოთ კამერა და მიკროფონი. მეტად რომ გაგიადვილდეთ ველის გამოყენება უმჯობესია გამოიყენოთ “გუგლ ქრომის” ბრაუზერი. თქვენს ჯგუფში შესვლისას ზედა მარცხენა კუთხეში გამოჩნდება ბოქლომი, სადაც ჩანს მიკროფონისა და კამერის ღილაკები და უნდა გადაიყვანოთ უფლების მიცემაზე. თუ ბრაუზერი ინგლისურენოვანია დააყენებთ “allow”. შემდგომ შეგიძლიათ დააჭიროთ პირდაპირი ეთერის დაწყების ღილაკს და დაიწყოთ გაკვეთილი. 3.ახალი ჯგუფის შექმნა https://www.youtube.com/watch?v=wX1SQDsGRkQ სანამ ახალ ჯგუფს შექმნით მოსწავლეებისთვის გთხოვთ დარწმუნდით, რომ ასეთი ჯგუფი ჯერ არ არის. იმისთვის , რომ მოიძიოთ არსებობს თუ არა ასეთი ჯგუფი ჯერ აირჩიეთ რეგიონი, შემდეგ სკოლა და კლასი. თუ არ არსებობს ჯერ ასეთი ჯგუფი შექმენით. თუ კლასი არ არის შექმნილი დააჭირეთ პლუსის ღილაკს , რომელშიც გამოჩნდება ფანჯარა. შეავსეთ ყველა საჭირო ინფორმაციით. ბოლოს უნდა მიუთითო დირექტორის ან მისი თანაშემწის ნომერი. თუ ამის შემდეგ ვერ შექმნით ჯგუფს დააჭირეთ მარჯვნივ არსებულ ონლაინ საუბრის ღილაკს და ფიდსის გუნდი დაგეხმარებათ ჯგუფუს შექმნაში. 4 როგორ უნდა მოძებნოს მოსწავლემ ჯგუფი https://www.youtube.com/watch?v=F11P14l-kvI ჯგუფის მოძებნისთვის გთხოვთ დაინტერესებულ პირს ან გაუგზაზვნოთ ჯგუფის ლინკი (მისამართი) “კლასის ბმულის დაკოპირება” ღილაკზე დაჭერით ან გაუგზავნოთ ჯგუფის ზუსტი დასახელება და მოძებნოს როგორც ვიდეოშია 5.ვიდეო როგორ წავშალო? ვიდეო ავტომატურად წაიშლება 24 საათში. ჯერ-ჯერობით არ გვაქვს ვიდეოს წაშლა მომხმარებლის მიერ. 6.როგორ შევქმნათ საგანი ჯგუფის შექმნის შემდეგ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საგანი პირობითად ისტორია. მოსწავლეებს, როდესაც გაუზიარებთ ჯგუფის სახელს მათ შეუძლია მოძებნონ ის და შედეგად ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდებიან მოსწავლეები. თქვენ უნდა დაუდასტუროთ ან უარყოთ მოსწავლის მოთხოვნა. დადასტურების შემთხვევაში ის შეძლებს დაესწროს გაკვეთილს. ასევე თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ პირს მისცეთ ადმინისტრატორის უფლება. მას შეეძლება შექმნას ახალი გაკვეთილები, დაამატოს ჯგუფში ადამიანები და ჩაატაროს ონლაინ გაკვეთილი. პლარტფორმა ჯერ-ჯერობით ემსახურება მხოლოდ საჯარო სკოლებს.
#FeedcEdu
#TBILISIDAILY
0