8 votes
0 comments
0 shares
Save
მე, როგორც მორწმუნე ადამიანი პატრიარქის კურთხევას შევასრულებ – მარინა ეზუგბაია სააღდგომო ლიტურგიაზე
133 views
Primetime
Tbilisi · 3 months ago

მე მართლმადიდებელი მორმუწმუნე ვარ, მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ და თითქმის ყველა წირვა-ლოცვას ვესწრები – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციონისტმა განმარტა, პანდემიის პირობებში შეიძლება თუ არა ტაძრებში სიარული და დაესწრება თუ არა პირადად სააღდგომო ლიტურგიას.

„პატრიარქის კურთხევა, როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ მას შევასრულებ.

ამ ქვეყანაზე ყველაფერი უფლის ნებაა. თუ ჩვენ დავიცავთ ეპიდემიოლოგების მიერ მოწოდებულ ყველა წესს, ამ შემთხვევაში ალბათ შესაძლებელი იქნება სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კითხვაზე, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სახელმწიფომ, ან საპატრიარქომ, მარინა ეზუგბაია პასუხობს, რომ „ეს გადაწყვეტილება იქნება გონივრული, ვინაიდან ჩვენი პატრიარქის გონიერებაზე მსოფლიო ლაპარაკობს“.

https://primetime.ge/me-rogorts-mortsmune-adamiani-patriarqis-kurtkhevas-shevasruleb-marina-ezugbaia-saaghdgomo-liturgiaze/


მე, როგორც მორწმუნე ადამიანი პატრიარქის კურთხევას შევასრულებ - მარინა ეზუგბაია სააღდგომო ლიტურგიაზე - Primetime
primetime.ge
Primetime
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
მე, როგორც მორწმუნე ადამიანი პატრიარქის კურთხევას შევასრულებ – მარინა ეზუგბაია სააღდგომო ლიტურგიაზე
მე მართლმადიდებელი მორმუწმუნე ვარ, მრავალი წელია ეკლესიაში დავდივარ და თითქმის ყველა წირვა-ლოცვას ვესწრები – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. ინფექციონისტმა განმარტა, პანდემიის პირობებში შეიძლება თუ არა ტაძრებში სიარული და დაესწრება თუ არა პირადად სააღდგომო ლიტურგიას. „პატრიარქის კურთხევა, როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ მას შევასრულებ. ამ ქვეყანაზე ყველაფერი უფლის ნებაა. თუ ჩვენ დავიცავთ ეპიდემიოლოგების მიერ მოწოდებულ ყველა წესს, ამ შემთხვევაში ალბათ შესაძლებელი იქნება სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. კითხვაზე, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სახელმწიფომ, ან საპატრიარქომ, მარინა ეზუგბაია პასუხობს, რომ „ეს გადაწყვეტილება იქნება გონივრული, ვინაიდან ჩვენი პატრიარქის გონიერებაზე მსოფლიო ლაპარაკობს“.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ ამას შევასრულებ-ეზუგბაია
პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ ამას შევასრულებ- ასე უპასუხა კითხვას, მოწოდება "დარჩი სახლში" უნდა შეეხოს თუ არა ყველას, მათ შორის მრევლსაც, ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, "ტვ პირველის" ეთერში. “იცით რა, მე მოწმუნე ვარ, მართლმადიდებელი მორწმუნე. მრავალი წელია, ეკლესიაში დავდივარ, ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას… პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ ამას შევასრულებ. იცით რა, ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე, მეტნაკლებად, თუ მორწმუნე ადამიანს სურვილი აქვს, რომ ტაძარში მივიდეს და სააღდგომო ლიტურგიას დაესწროს, თუ დაიცავს ყველა იმ წესებს, რაც მოწოდებულია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში, ალბათ, შესაძლებელი იქნება, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება. თუ დავიცავთ ყველაფერს, როგორც წესი და რიგია,"-განაცხადა ეზუგბაიამ.
Primetime
Tbilisi · 3 months ago
მთელს მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მორწმუნე საზოგადოების ნაწილს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის 2006 წლის ქადაგება გაახსენა, როდესაც ილია II-მ ახალი წლის ღამეს იქადაგა და საზოგადოებას „იოანეს გამოცხადებაზე“ დაყრდნობით გაახსენა უფალის მიმართვა შვიდი ეკლესიისადმი, სადაც მე-6 – ფილადელფიის ეკლესიაში საქართველოს ეკლესია იგულისხმება. „ჟამსა განსაცდელისასა, რომელიც მოელის მთელს მსოფლიოს აი, მე დაგიფარავ შენ! ასე მიმართავს უფალი საქართველოს ნახეთ სრულად პატრიარქის ქადაგება: სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი! თითოეული თქვენთაგანისთვის კარგადაა ცნობილი მოღვაწეობა დიდი ღირსი მამისა სერაფიმე საროველისა. ნებისმიერ დროს, როცა მასთან ადამიანები მიდიოდნენ, ყველას მუდამ ასეთი სიტყვებით მიმართავდა: „სიხარულო ჩემო, ქრისტე აღსდგა!“ ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი დღე მისთვის აღდგომის დღესასწაული იყო. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ დღეს ახალი წლის საერო დღესასწაულია. ზოგი დღესასწაულობს ამას, ზოგი – არა. ჩვენ ვიცით, რომ წარსულში ახალი წლის აღნიშვნის თარიღი მრავალგზის შეცვლილა. იყო დრო, როცა ახალი წელი, მარტიდან იწყებოდა. საეკლესიო ახალი წელი ძველი სტილით 1 სექტემბრიდან იწყება. მიუხედავად იმისა ვდღესასწაულობთ დღეს ახალ წელს თუ არა, – ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, – მინდა, დღეს ყველამ ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. ძველი რომაელები ამბობდნენ: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად“. და ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ვიცვლებით, საით მივდივართ – როგორი ცვალებალიბაა ჩვენში – სიკეთისკენაა თუ ბოროტებისკენ. უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, – ბრძოლა აუცილებელია. როგორც თქვა ერთმა მეცნიერმა და ფილოსოფოსმა: „ქვეყანა გაიყო შუაზე და ბზარმა გაიარა ჩემს გულზე“. თვით ადამიანშია ეს წინააღმდეგობა და ბრძოლა კეთილსა და – ბოროტს შორის. მაგრამ ადამიანი არასოდეს არ უნდა შეურიგდეს ცოდვას, არ უნდა დატკბეს ცოდვით. მას უნდა ახსოვდეს, რომ ცოდვა – ბოროტისაგანაა, – იგი ბოროტი სულის მიერ ადამიანის დაცინვაა. შეაცდენს და შემდეგ დასცინის. საერთოდ, დაცინვა ბოროტი სულის თვისებაა. რაც არ უნდა ნაკლი დაინახო სხვა ადამიანში, არავთარ შემთხვევაში არ უნდა დასცინო. თუ ადამიანს რაიმე დადებითი თვისებები გააჩნია – სილამაზე თუ სიკეთე, – უნდა ახსოვდეს რომ ეს მისი დამსახურება არ არის. ეს არის ღვთის ჯილდო, ღვთის მადლი და ჩვენ მუდამ უნდა ვმადლობდეთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. როცა გუშინ ერს ტელევიზიით ახალი წელი მივულოცე, ვთქვი, რომ არსებობს სინერგია, რომელიც ღვთისა და ადამიანის ენერგიის დაახლოებით მიიღწევა. ეს არის ადამიანის მაცხოვნებელი, დიდებული და საოცარი პროცესი. საოცარ შედეგს გამოიღებს ის ადამიანი, რომელშიც სინერგია ხდება. მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად პირიქითაც ხორციელდება, როცა ერთმანეთს შორდება ღვთისა და ადამიანის ენერგია. ღმერთი ჩვენსკენ მოდის, ადამიანი კი მას შორდება. რატომ? იმიტომ რომ შეუძლებელია, შეუერთდეს ერთმანეთს კეთილი და ბოროტი. როცა ადამიანი ბოროტისკენ მიიდრიკება იგი ღმერთს შორდება. ხშირად ამბობენ, რომ ღმერთი სჯის. ბოროტების მოქმედი ადამიანი ჯოჯოხეთში მიდის. ბოროტმოქმედი ადამიანი ღმერთმა სამოთხეში რომ შეიყვანოს, მისთვის ეს ტანჯვა იქნება. რადგან იგი მთელი ცხოვრება ბოროტებას ჩადიოდა, მთიდან დაქანებულ ქვას ემსგავსა და მას ვეღარაფერი შეაჩერებს. დღეს ყველას უჭირს. უპირველეს ყოვლისა, ხალხს სულიერად უჭირს. ჩვენც, მორწმუნეებსაც გვიჭირს და მითუმეტეს, ურწმუნო ადამიანს როგორ გაუჭირდება? ერთ მოხუცებულ ქალბატონს ჰკითხეს: დღეს ყველაზე მეტად რა აკლია ქართველ კაცსო. მან ასე უპასუხა: დღეს ყველაზე მეტად ქართველ კაცს ქართველობა აკლიაო. და ეს იმიტომ, რომ სულიერება აკლია და ქართული წეს-ადათი დაივიწყა ქართველმა ადამიანმა. როგორი კრძალვა იყო ძველად ქართულ ოჯახში შვილებსა და მშობლებს შორის! როგორი მორჩილება იყო შვილებისა მშობლების მიმართ! სადღაა დღეს ყოველივე ეს?! დღეს ყველაფერი შეიცვალა. თანამედროვე საზოგადოებაში წარმოიშვა ტერმინები: „ლიბერალიზმი“, „დემოკრატია“, „თავისუფლება“. მართალია, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს თავისუფლება ჩვენი გამოცდაა. ადამიანმა მონაწილეობა უნდა მიიღოს თავისი ცხონების პროცესში. ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ უფალი უკვე არჩევს, ვინ უნდა დადგეს მარჯვებით და ვინ – მარცხენით. უფალი ხედავს ამას და ჩვენც ვხედავთ. თუ ადამიანი დაეცა, ამის გამო სასოწარკვეთილაში არ უნდა ჩავარდეს. მთავარი ის კი არ არის, რომ დაეცა; მთავარი ის არის, რმო მას ადგომის სურვილი ჰქონეს. მთავარი ის არის, რომ ადამიანს ცოდვა ცოდვად მიაჩნდეს და არა ჩვეულებრივ მოვლენად, ან ადამიანის ბუნების თვისებად. წმიდა წერილში წერია: „არ არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არ სცოდოს“. ე.ი. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მოვიდეს ამქვეყნად და არ სცოდოს. წმიდა ეფრემ ასური ამისთვის შესანიშნავ წამალს გვთავაზობს, იგი უფლისამი ასეთ ლოცვას აღავლენს: ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. რატომ დაუკავშირა წმიდა ეფრემ ასურმა ეს ორი რამ – „განცდაი თვისთა ცოდვათა“ და „არა განკითხვა“. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს განიკითხავს, – აუცილებლად ვარდება იმავე ცოდვაში, რასაც განიკითხავს. ამიტომ წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა არის საშუალება იმის
Izabel Kiria
Darcheli · 3 months ago
პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე როგორც მორწმუნე ადამაინი, ალბათ მას შევასრულებ.
"მე მორწმუნე ვარ, მართლამადიდებელი. მრავალი წელია, ეკლესიაში დავდივარ, ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას. პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე როგორც მორწმუნე ადამაინი, ალბათ მას შევასრულებ. თუ მორწმუნე ადამიანს სურვილი აქვს, რომ ტაძარში მივიდეს და სააღდგომო ლიტურგიასთან დაესწროს, თუ დაიცავენ ყველა იმ წესებს, რაც მოწოდებულია ეპოდემიოლოგური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში ალბათ შესაძლებელი იქნება, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება ჩვენი პატრიარქის გონიერებაზე მსოფლიო ლაპარაკობს. ასე, რომ მისი გადაწყვეტილება და მისი კურთხევა ალბათ იქნება სწორი. და თუ ჩვენ შევასულებთ ზუსტად ისე, როგორი გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის, ეს ალბათ არ დააშავებს არაფერს და არ გააფუჭებს". - მარინა ეზუგბაია
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
არ ვიფიქროთ, რომ ეს არის ქრისტეს ღალატი. ეს ქრისტეს დარი საქციელია - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მიმართვას ტაძრის წინამძღვარი მამა თეოდორე გიგნაძე ავრცელებს. ტაძარში მსახურება არ გაჩერდება და შეზღუდვა მხოლოდ მრევლის დასწრებას ეხება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დეკანოზი მიიჩნევს, პასუვირუსის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა არა მრევლმა არამედ ეკლესიებმა უნდა იტვირთონ. დეკანოზი ასევე მიიჩნევს, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე არ დასწრება არა ღალატი, არამედ ქრისტეს დარი საქციალია. „ყველამ ვიცით, რომ სიტუაცია პანდემიასთან დაკავშირებით კიდევ უფრო დამძიმდა. მსოფლიოში დიდი უკეთესობა არ ჩანს და საქართველოშიც, როგორც, პროფესიონალები წინასწარმეტყველებენ, შეიძლება სიტუაცია უკონტროლოც კი გახდეს. ამ დროს, რა თქმა უნდა, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, მათ შორის თითოეულ ადამიანს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს, როდესაც იგივე ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ მრევლის პასუხისმგებლობაზე, როდესაც მრევლს აქვს ბუნებრივი მორჩილებითი განწყობა საეკლესიო იერარქიისადმი და ზოგადად, ქრისტიანს ბუნებრივი განწყობა აქვს მორჩილებისადმი, იგივე საერო ხელისუფლებისადმი. ამიტომ ვერ დავაკისრებთ პასუხისმგებლობას მრევლს და პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ვიტვირთოთ. წლებია ღმრთისმსახურება ჩვენს სამრევლოში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ამიტომ ჩვენი მრევლი საკმაოდ აქტიური სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს. ვინც ჩვენს სამრევლოს იცნობს და ჩვენს სასულიერო პირებს, ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ლიტურღიკული მსახურება, ევქარისტიული მსახურება ანუ წირვა და ზიარება. წლებია ყოველდღე გვაქვს მსახურება - ორ ტაძარში კვირაში 9 მსახურება გვაქვს, თვით სადაგ დღეებშიც კი ტაძარი სავსეა და მრევლის თითქმის 100% ეზიარება, ამ მრევლის 90% კი ახალგაზრდები არიან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენს სამრევლოში საოცარი სიყვარულია ზიარებისა და ამით ქრისტესთან ერთობისა... მაგრამ დღევანდელ დღეს სიტუაცია იმდენად დამძიმდა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მრევლს გადავაბაროთ პასუხისმგებლობა და ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა, მცირეოდენი მაინც, როგორც ეკლესიის იერარქიამ, ბუნებრივია, უნდა ვიტვირთოთ. მითუმეტეს, გამკაცრდა რეგულაციები და ადამიანებს ფიზიკურად არ შეუძლიათ ტაძარში მოსვლა - იცით, რომ მანქანებით სიარული აიკრძალა, ტაძართან ახლოს კი ცოტა ცხოვრობს. ამას ემატება ისიც, რომ ისმის მოწოდება მრევლისადმი, რომ ვინც რისკის ჯგუფშია თავი შეიკავონ ლიტურღიკულ მსახურებაზე დასწრებისგან, რამეთუ ლიტურღიკული მსახურება სწორედ თავშეყრას და ერთად ყოფნას გულისხმობს და ის რეგულაციები, რომლებსაც ვატარებდით აქამდე, აღარ არის საკმარისი, იმდენად ვერაგია ეს დაავადება და იმდენად საშიში გახდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მრევლს მოვუწოდოთ, რომ სოლიდარობა გამოიჩინონ ერთმანეთისადმი და ის ვინც ახლოს არის და ეიოლება მოსვლა, ნუ ექნება უპირატესობის განცდა იმასთან შედარებით, ვინც შორს არის (ჩვენი და-ძმობა გვავალებულებს, რომ მთლიანობისა და ერთობის შესანარჩუნებლად და დამატებით დაავადების გავრცელების პრევენციისთვისაც დავიკლოთ ის, რაც აკლდებათ დანარჩენებს - მათთვის, ვინც ვერ მოდის სიშორის გამო, არც ახლოს მცხოვრებები მივალთ). გარდა ამისა, ჩვენს მრევლს თითქმის ყველას, თითქმის ყველას ყავს ოჯახში ასაკოვანი ადამიანი და აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანი რისკ-ჯგუფს განეკუთვნება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა გაჩერდეს რა მსახურება არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ მსახურება არა მარტო იმათთვისაა, ვინც მას ესწრება, არამედ, ვინც ობიექტური მიზეზის გამო ვერ ესწრება და რომელთაც ჩვენ თუნდაც ბასილი დიდის საიდუმლო ლოცვებში მოვიხსენებთ. არ შეიძლება გაჩერდეს ევქარისტიული მსახურება, რომელიც ზეცისა და მიწის შეერთებაა წმინდა ტრაპეზზე და ღვთის კურთხევა გადმოდის არა მარტო კონკრეტულ ტრაპეზზე იმ ტაძარში, არამედ მთელ სამყაროზე. ამიტომ მსახურება, ბუნებრივია, არ გაჩერდება, მაგრამ მრევლის დასწრება შეიზღუდება, მანამ სანამ იქნება პანდემიის აფეთქების საშიშროება საქართველოში. ყველამ იცის, ვინც სოციალურ ქსელს თვალყურს ადევნებს, როგორ მაქსიმალურად ვცდილობდით, დაგვეცვა სახელმწიფო რეგულაციები. ღვთის წყალობით ეს საკმაოდ მაღალ დონეზე ხდებოდა, იმდენად, რომ უცხოეთის ტელევიზიებიც კი აშუქებდნენ, მაგრამ მაინც შეუძლებელი ხდება სრული დაცვა და გარანტიების მიცემა. შესაბამისად თითოეული ადამიანი აი, ამ ერთობის გამო შეიძლება, სხვისთვის გახდეს სახიფათო და სწორედ აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთ დროს ადამიანმა შეიძლება, უფალს უღალატოს. გვექნება მსახურებების ჩართვები პირდაპირ ეთერში და რა თქმა უნდა, ყურადღებას მივადევნებთ იმ მდგომარეობას, რაც ქვეყანაში იქნება, სახელმწიფო რეგულაციებს. ჩვენ ამით გამოვხატავთ სოლიდარობას იმ ადამიანებისადმი, რომლებიც მართლაც (ექიმებს ვგულისხმობ ამ შემთვევაში) მუხლჩაუხრელად შრომობენ იმისთვის, რომ ეს დაავადება არ გავრცელდეს. ჩვენს წვლილს იმითიც შევიტანთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდავთ ადამიანების ერთად ყოფნას. არ ვიფიქროთ, რომ ეს არის ქრისტეს ღალატი. ეს ქრისტეს დარი საქციელია.“, - მიმართავს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე საზოგადოებას. #კორონავირუსი #პანდემია #სააღდგომოლიტურგია #tbilisidaily
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
გიორგი გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე - მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ამას თვალყურს ვადევნე
მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით და ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ ყველა ასე მოვიქცეთ, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმასთან დაკავშირებით, დაესწრება თუ არა ის სააღდგომო ლიტურგიას. გახარია დარწმუნებულია, რომ ისინი ამ შემთხვევაშიც იპოვიან ისეთ გამოსავალს, რომელიც ისტორიას, ეკლესიასა და დღევანდელ რეალობას შეეფერება. „მე მესმის, რომ ბევრს უნდა ეკლესიისთვის უკიდურესად მნიშვნელოვან დოგმატურ საკითხებზე და მთავრობისთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხებზე კონფლიქტური და დაპირისპირების საკითხები შემოიტანოს. არ იქნება ეს ასე. ჩვენ ეკლესიასთან ერთად ყოველთვის ვიპოვით იმ დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან ტელევიზორით. ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ისევე როგორც მთავრობის ხელმძღვანელის და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ ყველა მოვიქცეთ ასე. ჩვენ ჩვენი რწმენა შეგვიძლია ისე აღვასრულოთ, რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების, მშობლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქაც ვიპოვით ისეთ გამოსავალს როგორიც ჩვენ ისტორიას, ჩვენს ეკლესიას და ჩვენს დღევანდელობას შეეფერება“,-განაცხადა გიორგი გახარიამ
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
გიორგი გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე - მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ამას თვალყურს ვადევნე
მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით და ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ ყველა ასე მოვიქცეთ, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმასთან დაკავშირებით, დაესწრება თუ არა ის სააღდგომო ლიტურგიას. გახარია დარწმუნებულია, რომ ისინი ამ შემთხვევაშიც იპოვიან ისეთ გამოსავალს, რომელიც ისტორიას, ეკლესიასა და დღევანდელ რეალობას შეეფერება. „მე მესმის, რომ ბევრს უნდა ეკლესიისთვის უკიდურესად მნიშვნელოვან დოგმატურ საკითხებზე და მთავრობისთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხებზე კონფლიქტური და დაპირისპირების საკითხები შემოიტანოს. არ იქნება ეს ასე. ჩვენ ეკლესიასთან ერთად ყოველთვის ვიპოვით იმ დაბალანსებულ გამოსავალს, რომელიც ჩვენი მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესში იქნება და ასევე ჩვენი უძველესი ეკლესიის ინტერესსაც გაითვალისწინებს. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს თვალყურს ვადევნებ სახლიდან ტელევიზორით. ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, როგორც ცალკე აღებული მოქალაქის, ისევე როგორც მთავრობის ხელმძღვანელის და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდებ, რომ ყველა მოვიქცეთ ასე. ჩვენ ჩვენი რწმენა შეგვიძლია ისე აღვასრულოთ, რომ დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების, მშობლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქაც ვიპოვით ისეთ გამოსავალს როგორიც ჩვენ ისტორიას, ჩვენს ეკლესიას და ჩვენს დღევანდელობას შეეფერება“,-განაცხადა გიორგი გახარიამ
Primetime
Tbilisi · 3 months ago
მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ სააღდგომო ლიტურგიაზე არ წავა
ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ წელს ეკლესიაში, სააღდგომო ლიტურგიაზე არ წავა. ცქიტიშვილის თქმით 21:00 საათამდე მრევლის ეკლესიაში შეკრება და მათი იქ დარჩენა 06:00 საათამდე კომენდანტის საათის დარღვევაა. „რაც შეეხება კომენდანტის საათის პირობებს, ეს პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ნებადართული არ არის. ამასთან ერთად, არ არის ნებადართული 3 ადამიანზე მეტის შეკრება. შესაბამისად, ამ ორი პირობის კომბინაციით ამ კითხვაზე პასუხი არის, რომ, რა თქმა უნდა, დაირღვევა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში თუ სხვა ნებისმიერ სივრცეში და თუ მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ შეზღუდვა ეხება ყველას, მათ შორის, სასულიერო პირებს.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
მეუფე ნიკოლოზი - წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია, ხალხი დაესწრება
ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რამ მოხდეს, რომ წირვა არ ჩატარდეს. წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია რომ დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?! - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ვნების შვიდეულის განრიგი უკვე ცნობილია, აღდგომის წირვასთან დაკავშირებით კი, კონკრეტული გადაწყვეტილება სავარაუდოდ, დიდი ხუთშაბათის შემდეგ იქნება მიღებული. „მამა დემეტრემ გამოაცხადა დღეს როგორი არის გეგმა, როგორი არის ჩვენი სურვილი, როგორ აცხადებს ამას ეკლესია და ამას აკეთებს ყოველთვის ბზობის წირვის შემდეგ. ცხადდება ვნების შვიდეულის კვირის განრიგი. ყველაფერი ისე გამოაცხადა, როგორც ადრე ცხადდებოდა, მათ შორის აღდგომის წირვაზე საღამოს 10 საათზე დაიწყება მსახურება და 23:00 საათზე მობრძანდება პატრიარქი. რაც შეეხება უფრო კონკრეტულად, რა როგორ იქნება, დიდი ხუთშაბათის მსახურების შემდეგ იქნება ყველაფერი დეტალურად ცნობილი. ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რამ მოხდეს, რომ წირვა არ ჩატარდეს. წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება მრევლის დასწრებას, იმედია რომ დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?!“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა. ამასთან, მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ „კომენდანტის საათი“ არ შეიძლება განიხილებოდეს მოსახლეობის საწინააღმდეგო ღონისძიებად. მისივე თქმით, ვერ წამოუდგენია, რომ მთავრობა ხალხს და ეკლესიას დაუპირისპირდეს. „კომენდანტის საათი“ შემოიღო ხელისუფლებამ, რომელიც ამ პანდემიის პირობებში ჯერჯერობით უნაკლოდ მუშაობს. „კომენდანტის საათის“ შემოღება ზღუდავს თავისუფლად გადაადგილებას, კონტაქტებს, მაგრამ არ არის მოსახლეობის საწინააღმდეგოდ, არის პრევენცია. შესაბამისად, თუ ასეთი აუცილებლობა იქნება, რომ ღამე წირვაზე მოვიდნენ ადამიანები, მე ვერ წამომიდგენია, რომ მთავრობა ან ხალხს დაუპირისპირდეს, ან ეკლესიას. რატომ? - მთავრობა გვიცავს. გვიცავს არაჩვეულებრივად. არაჩვეულებრივი მაჩვენებლებითა ვართ დღეს. ეკლესიაში მრევლის მოსვლა კანონს არ არღვევს, კანონს ადგენს ხელისუფლება და ხელისუფლებას მიმართეთ ამ კითხვებით. თუ ჩვენ მოვალთ და წირვას ჩავატარებთ, ე.ი. ჩვენც კანონს ვარღვევთ? ჩვენც უნდა გადავიხადოთ ჯარიმა? საღამოს 9:00 საათზე როგორ მოვალთ და მთელი ღამე ტაძარში როგორ ვიქნებით? რა თქმა უნდა, კონსულტაციებს არ გამოვრიცხავთ. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ დიდი ხუთშაბათის შემდეგ. დღემდე ხელისუფლებას არავითარი აგრესია, მოსახლეობის მიმართ არ გამოუჩენია, არც ეკლესიის მიმართ. ძალიან კარგია, რომ ყველა თავის ვალდებულებას ასრულებს. მოწოდება არის მოწოდება და აგრესია არის აგრესია. დღევანდელ დღეს არავითარი მიზეზი არ გვაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლების უკმაყოფილო ვიყოთ ამ რთულ ვითარებაში. ამიტომ იმედი მაქვს, არც ახლა ვიქნებით უკმაყოფილო და ცუდად არ მოიქცევიან“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. მისივე თქმით, ტაძრებში ლიტანიობისას შეეცდებიან, მრევლს შორის დისტანცია დაიცვან. „უმჯობესია, ღამე გახვიდეთ ქალაქში და ნახოთ, რა ხდება, უამრავი ადამიანი მოძრაობს. ჰოდა, რომ აჯარიმებენ, რატომ აჯარიმებენ? აქ კანონის დარღვევაზე კი არ არის საქმე, უსაფრთხოების ზომებს არ იცავენ. ეს არის მთავარი! ღამე რომ ბნელა, არ ჩანს, ვინ რა მანძილზე მიდის ერთმანეთთან, ამიტომ არის მე ვფიქრობ, ეს კანონი. ცოტა აზრიანად უნდა შევხედოთ ყველაფერს. ვეცდებით ლიტანიობისას დისტანცია დავიცვათ. მე არ ვიცი რას ფიქრობს და როგორ ფიქრობს ხელისუფლება, რა მოხდება აღდგომის ღამეს არ ვიცით, მაგრამ სავარაუდოდ, დღევანდელი მონაცემებით, მთავრობა სიკეთის მეტს არაფერს აკეთებს. იმედი მაქვს, უაზრო და არაგონივრული გადაწყვეტილებები არავის მიმართ იქნება მიღებული. ჩვენ ახლა რაზე ვსაუბრობთ, რამდენად იქნება საფრთხე ტაძარში აღდგომის წირვაზე შეკრება საფრთხე ეპიდემიის გავრცელებისთვის. არ გავრცელდება ეპიდემია! როგორ უნდა მოვიდეს ღამით მრევლი, ეს კითხვა მე არ მეხება, არ ვიცი. თქვენ გგონიათ მორწმუნე ადამიანები დასაქოქი თოჯინები არიან? მრევლი არის ჩვეულებრივი ადამიანები ამ ქვეყნის, სავარაუდოდ ზრდასრული ადამიანები, მოაზროვნეები, განათლებულები და მიიღებენ თავის გადაწყვეტილებას ისევე, როგორც მე მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
მარინა ეზუგბაია-საქართველოში კორონავირუსის მაჩვენებელი საოცნებო იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თერჯოლაში მცხოვრები, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა, მათთან არ მკურნალობდა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის კითხვაზე, რატომ არ ჩაუტარდა ამ პირს თავიდანვე ტესტი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ის შესაძლო შემთხვევებში არ შედიოდა, რადგან მოგზაურობის ისტორია ან დაავადებულ პირთან კონტაქტი არ ჰქონდა. „მოგვმართა ჩვენ ამ პაციენტმა. ეს პაციენტი თავისი კრიტერიუმებით არ შეესაბამებოდა შესაძლო შემთხვევას. მასთან მოხდა მდგომარეობის შეფასება, დიაგნოზის დასმა, შესაბამისი დანიშნულების მიცემა და ბინაზე გაშვება. თქვენ ანალიზის უნარი გაქვთ მგონი, შესაძლო შემთხვევაში არ შედიოდა. შესაძლო შემთხვევა ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევა არ განიხილება. შესაძლო კრიტერიუმებია, რომ მოხდეს გამორჩევა გამოსაკვლევი ადამიანების, იმიტომ რომ ყველა სიცხიანი და ყველა რესპირატორული დაავადებით არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც კოვიდ 19, მაშინ ამას ვერ გაუძლებს ვერასდროს ვერავინ. შესაძლო შემთხვევის განმარტებაა, როდესაც მას აქვს მოგზაურობის ისტორია ან კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან. თუ პირი ვერ გაიხსენებს, არ იტყვის, რომ მას რამე კონტაქტი ჰქონდა თუნდაც პირდაპირი ან ირიბი, ამ შემთხვევაში როგორც შესაძლო შემთხვევა არ ჩაითვლება. ქვეყანაში ძალიან მოწესრიგებულია, კრიტერიუმები კარგად ტარდება. შეხედეთ, მსოფლიოში რა ხდება. საქართველოში ხდება კონტროლირებადი, ზომიერი მატება დაავადების. 26 თებერვალს იყო პირველი შემთხვევა დაფიქსირებული და დღემდე გვყავს 115, ასეთი მაჩვენებელი საოცნებო იქნება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული კრიტერიუმების გამოყენება ხდება სწორად, ადეკვატურად და კარგად. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, მისი პრობლემაა, რომ არ უხარია ქვეყნის წარმატება და ქვეყანაში არსებული კარგი შედეგები“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.#stopcovid19 #covid19 #coronavirus #georgia