წყლის დეფიციტი ნაწილი-1(ზოგადი)

0
გიფიქრიათ ოდესმე ჩვენს ცხოვრებაზე? ყოველდღიურ ყოფაზე? როგორი მარტივი და კარგი ცხოვრება გვაქვს, ზოგ ქვეყანასთან შედარებით. საქართველო "ასე ტკბილი ასე ლამაზი" გეოგრაფიულად ნამდვილად საამაყო კოორდინატებით არის დაჯილდოვებული. საქართველო არის ქვეყანა სადაც ერთად შეგიძლიათ ნახოთ: ზღვა და მთა, უდაბნო და ტყე, მდინარეები პირდაპირ მყინვარებიდან, ეს ყველაფერი კარგ სანახაობასთან ერთად ქმნის ცხოვრებისთვის გამოსადეგ ქვეყანას. ამ ქვეყანაში მარტივია საკვების მოყვანა, ტემპერატურის ატანა, საუკეთესოთ არის ეკო სისტემა შერწყმული, საქართველოში უბრალოდ არ არის სასმელი წყლის დეფიციტი, თუ არ ჩავთვლით რაიონებს სადაც ჯერჯერობით სახლდბში არ მიუყვანიათ წყალი. რასაც ვერ ვიტყვით ბევრ ქვეყანაზე.
არსებობს ქვეყნები სადაც ადამიანები ფუფუნებას საკვების მარაგით ზომავენ, ხშირად ერთი ჭიქა წყალი მათთვის საოცნებოა. მიუხედავად იმისა რომ დედამიწის 3/4 წყლით არის დაფარული სასმელად ვარგისიანი მხოლოდ 3%-ია საერთაშორისო განსაზღვრების მიხედვით, სასმელი წყლის ხელმისაწვდომობაა არანაკლებ 20 ლიტრი წყალი ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც ხელმისაწვდომია საცხოვრებელი ადგილიდან 1 კილომეტრის რადიუსში. დედამიწის 40%-ი ამ პრობლემის წინაშე დგას. ახლა კი ვისაუბროთ რა პრობლემებს იწვევს სასმელი წყლის დეფიციტი. ანტისანიტარია, დაავადებები და პატარა ბავშვების გარდაცვალება(ისინი ყველაზე რთულად უმკლავდებიან უწყლობას) წელიწადში 4500 - 4600 ბავშვი იღუპება სასმწლი წყლის დეფიციტის გამო.
1 მილიარდამდე ადამიანს მსოფლიოში სუფთა წყალზე ხელი თითქმის არ მიუწვდება. 2014 წლის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 500-მდე დიდ ქალაქში ყოველ მეოთხე ადამიანს უწყლობის პრობლემა აქვს. გაზრდილი მოსახლეობაც ერთ-ერთი მთავარი როლი აქვს წყლის დეფიციტის გამოწვევაში, გაზრდილი მოსახლეობის რაოდენობა უფრო მეტ საკვებ რესურს მოითხოვს, რაც ზრდის კიდეც მიწების გამოფიტვისა და გაუდაბნოების შანსებს. სწორედ ამიტომ, ყოველი წლის 17 ივნისს აღინიშნება მსოფლიო გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღე, რომლის მიზანი გაუდაობნოების ტემპის შემცირებაა. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველ 20 წელიწადში მტკნარ წყალმე მოთხოვნა ორმაგდება, რაც გამოწვეულია არამარტო მოსახლეობის რაოდენობის ზრდით, არამედ ცხოვრების დონის ამაღლებითაც. მაგალითად, მეოცე საუკუნეში ადამიანთა რაოდენობა გაორმაგდა, ხოლო წყალზე მოთხოვნა 6-ჯერ გაიზარდა.
ეს 10 ქალაქია რომელსაც წყლის დეფიციტი სასტიკად დააზარალებს თუ რამეს არ შეცვლიან: ⚠️ კეიპტაუნი - სამხრეთ აფრიკა ⚠️ მეხიკო - მექსიკა ⚠️ კაირო - ეგვიპტე ⚠️ ტოკიო - იაპონია ⚠️ ჯაკარტა - ინდონეზია ⚠️ სან-პაულუ - ბრაზილია ⚠️ პეკინი- ჩინეთი ⚠️ბანგალორი - ინდოეთი ⚠️ მელბურნი - ავსტრალია ⚠️ ლონდონი - დიდი ბრიტანეთი რახან დღეს არ გვაწუხებს უწყლობა არ ნიშნავს რომ ეს მუდამ ასე გაგრძელდება, ვალდებულები ვართ მოვუფრთხილდეთ ჩვენს წყალს და მიწას. თუნდაც კბილების გაწმენდისას მოკეტილი ონკანით ვებრძოლოთ ამ პრობლემას ...
Feedc
#გააჟღერე
#siykura
#ბიზნესი
#ჯანსაღიცხოვრება
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0