ეს არის ძალიან მცირე ნაწილი - კომუნალურების დაფინანსება ზაფხულში, თან ამ კილოვატობით-მიქაუტაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140432 ეს არის ძალიან მცირე ნაწილი - კომუნალურების დაფინანსება ზაფხულში, თან ამ კილოვატობით-განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" წევრმა გიორგი მიქაუტაძემ, ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში. მისივე თქმით, ლარის კურსის დასტაბილურებასა და ბიზნესის შეღავათებზე საუბარი არაა და ამიტომაც გეგმა კითხვებს ბადებს. „ეს არის ძალიან მცირე ნაწილი - კომუნალურების დაფინანსება ზაფხულში, თან ამ კილოვატობით, არის მცირე ჯგუფი. არაფერია ნათქვამი სასურსათო ნაწილზე, სადაც იქნება პრობლემები - ეს ნაწილი ბუნდოვანია. არაფერია ნათქვამი ბიზნესზეც, როგორ დაეხმარება მთავრობა, რომ არ გაკოტრდნენ", - ამბობს გიგლა მიქაუტაძე. ცნობისთვის, მთავრობის სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადების თანახმად, მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მეტრ კუბზე ნაკლებ გაზს მოიხმარენ, გადასახადს არ გადაიხდიან.აღნიშნულ თანხას მთავრობა ბიუჯეტიდან დაფარავს.
0