15 მაისამდე გაგრძელებული შემზღუდველი ზომები

Sokhumi Daily

29 აპრილს აფხაზეთის ე.წ პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, საოპერაციო შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგია განიხილეს. აფხაზეთის ე.წ პრემიერ მინისტრმა გადაწყვიტა 15 მაისამდე გააგრძელოს გარკვეული შემზღუდველი ზომები. გადაწყვეტილების თანახმად, 15 მაისამდე აკრძალულია: მასობრივი, კულტურული, სპორტული, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებების ჩატარება. საქორწილო, საზეიმო და სხვა ღონისძიებების გამართვა. ასევე ადგილების დაჯავშნა, მოქალაქეების მიღება და განთავსება სასტუმროებში და დასასვენებელ სახლებში. შეჩერებულია საბავშო ბაღები. გახანგრძლივებულია არდადეგები სკოლის სასწავლო დაწესებულებებში. შეჩერებულია სწავლა აფხაზეთის "სახელმწიფო" უნივერსიტეტში და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. შტაბის შეხვედრის შედეგად, გადაწყდა, რომ შეზღუდვები არ იმოქმედებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზე #კორონავირუსი #პანდემია #ეპიდემია #ინფექცია #ზომები #SokhumiDaily