350-ადამიანამდე და 10-15-მდე საწარმო დაჯარიმდა უკვე - გომელაური

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140440 შინანაგნ საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მოქალაქეები ემორჩილებიან დაწესებულ შეზღუდვებს. გომელაურის ცნობით, გუშინ, საგანგებო რეჟიმის ამოქმედების პირველ დღეს, წესების დარღვევისთვის 350-მდე მოქალაქე და 15-მდე საწარმო დაჯარიმდა. "გუშინ ღამე, როდესაც დაიწყო უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები, ძალიან ცოტა 17 დარღვევა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ჩვენც გაგვიკვირდა, მეტს ველოდებოდით სტატისტიკურად. მთლიანობაში 350-მდე მოგვიწია სამწუხაროდ, არავის არ გვიხარია არც ჩვენ, არც რიგით პოლიციელებს, არც ხელმძღვანელობას, რომ ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ. 350-ადამიანამდე და 10-15-მდე საწარმო დაჯარიმდა უკვე", - ამბობს გომელაური. ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისას ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით ჯარიმდება.
0