დიაბეტიანი პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის დონის კონტროლი! - ენდოკრინოლოგი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140450 დიაბეტიანი პაციენტებისთვის მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის დონის კონტროლი! - ამის შესახებ, ენდოკრინოლოგმა, თამარ ხუციშვილმა, ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, სადაც ახალ კორონავირუსზე ისაუბრა. ”პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, ეს არის სისხლში შაქრის დონის კონტროლი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. სისხლში სტაბილურად მაღალი შაქარი, თავის მხრივ, ბევრ სხვა უარყოფით მოვლენებთან ერთად, როგორიც არის სხვადასხვა სისხლძარღვოვანი და ნევროლოგიური გართულებები, პირველ რიგში, აქვეითებს ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სტატუსს. ეს ნიშნავს რომ ზრდის მიმღებლობას ინფექციის მიმართ და შემდგომ დაინფიცირების შემთხვევაში ართულებს დაავადების მიმდინარეობას. დიაბეტიანმა პაციენტებმა აუცილებლად უნდა სცადონ, სისხლში შაქრის მაჩვენებელი ჰქონდეთ მოწესრიგებული”- ამბობს ენდოკრინოლოგი.
0