ოთხი ადამიანი დაიღუპა ბუქარესტის კოვიდ საავადმყოფოში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

რუმინეთის ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 4 პირი დაიღუპა ბუქარესტის იმ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სადაც COVID-19-ის ინფექციის მატარებელ პაციენტებს მკურნალობდნენ. რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრ, რაედ არაფატეს ცნობით, სამი პაციენტი მატეი ბალსის სახელობის საავადმყოფოში ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს, მეოთხე კი რეანიმაციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ. ხანძრის გამო კოვიდ საავადმყოფოდან 60 ავადმყოფის გადაყვანა მოხდა სხვა სასწავლო დაწესებულებაში. ხანძრის გამომწვევი მიზეზი დგინდება. რუმინეთი, ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ცდილობს გაუმკავდეს კორონავირუსს, რომლითაც, პანდემიის განმავლობაში, 721000 მოქალაქე დაინფიცირდა, ხოლო სულ მცირე 18 000 დაიღუპა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31075660.html #ახალი_ამბები #twitter