პოლონეთში გაიხსნა აშშ-ის საარმიო კორპუსის სარდლობა, ევროპაში ერთადერთი ასეთი სტრუქტურა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პოლონეთში საზეიმოდ გაიხსნა აშშ-ის მე-5 საარმიო კორპუსის მოწინავე სარდლობა, რომელიც უზრუნველყოფს პოლონეთში ამერიკელი სამხედროების გაზრდას დაახლოებით 5500 კაცამდე. ამის შესახებ იუწყებიან Euractiv-ი და „ევროპეისკაია პრავდა“ ადგილობრივ პოლონურ მედიაზე დაყრდნობით. „მოწინავე სარდლობის ყოფნა აქ, პოლონეთის მიწაზე, არის გარანტია პოტენციური აგრესორის შეკავებისა. პოზნანიდან მე-5 კორპუსი უხელმძღვანელებს აშშ-ის სახმელეთო ნაწილებს, რომლებიც ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მოქმედებს“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიშ ბლაშჩაკმა. 200-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო იმსახურებს ქალაქ პოზნანაში, ხოლო აშშ-ის მეხუთე საარმიო კორპუსის სარდლობა ერთადერთი ამ დონის სტრუქტურა იქნება ევროპაში. დაწინაურებული სარდლობა კოორდინაციას და კონტროლს გაუწევს ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ოპერატიულ საქმიანობას და დაგეგმარებას, აშშ-ის და ნატოს სხვადასხვა სამხედრო დანაყოფების თანამშრომლობას და სინქრონულ მოქმედებას. ორი კვირის წინ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ რატიფიკაცია გაუკეთა აშშ-სა და პოლონეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეკრულებას. https://www.radiotavisupleba.ge/a/30966562.html #ახალი_ამბები #twitter