„ევროპის წამლის სააგენტო“ ქვეყნებს ჰიდროქლოროქინის COVID-19-ის სამკურნალოდ ეკონომიურად გამოყენებისკე
233 Views
Mediamall
Tbilisi · 5 months ago

„ევროპის წამლის სააგენტო“ ქვეყნებს მოუწოდებს, მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტები COVID-19-ის სამკურნალოდ ეკონომიურად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენონ, რადგან, სააგენტოს განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, აღნიშნული მედიკამენტების დეფიციტი შეიქმნას, ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

„ევროპის წამლის სააგენტო“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები ჰიდროქლოროქინი და ქლოროქინი მხოლოდ კლინიკურ ცდებში ან „გადაუდებელი ეროვნული პროგრამების“ ფარგლებში უნდა გამოიყენონ.

გარდა ამისა, ორგანიზაციის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთსა და საფრანგეთში პრეპარატებზე ჩატარებული ცდები წარმატებული აღმოჩნდა, საჭიროა, რომ ჰიდროქლოროქინისა და ქლოროქინის „COVID-19-ის სამკურნალოდ გამოყენების ეფექტურობა კვლევებით დადასტურდეს.

სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, აღნიშნული პრეპარატები COVID-19-ის სამკურნალოდ ექიმის დანიშნულებისა და მეთვალყურეობის გარეშე არ მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჰიდროქლოროქინს თანამედროვე მედიცინის პოტენციური „გეიმ ჩეინჯერი“ უწოდა, აშშ-ში ჰიდროქლოროქინისა და ქლოროქინის დეფიციტი შეიქმნა.


Mediamall
Tbilisi · 5 months ago
2
Write a comment